Forbes-ის ინფორმაციით Samsung-მა Qualcomm Snapdragon 835 პროცესორების ძალიან დიდი რაოდენობა შეიძინა, რითაც კონკურენტები იძულებული გახადა უფრო ძველი Snapdragon 821 ჩიპსეტი გამოიყენონ. წყარო ასევე გვატყობინებს, რომ 14 აპრილს Galaxy S8 გამოვა და მანამდე არ იქნება არც ერთი სხვა ფლაგმანი რომელსაც 835 ჩიპი ექნება. Forbes ამბობს, რომ LG G6 მხოლოდ 821 ჩიპზე იქნება დაფუძნებული და ასევე ცნობილია ისიც, რომ HTC U Ultra გასული წლის პროცესორით იქნება აღჭურვილი.

ძნელია გამოთვლა თუ რამდენად უკეთესი იქნება 2017 წლის ჩიპი, რადგანაც 821-მა უკვე დაამტკიცა თავისი სიძლიერე და საიმედოობა Google Pixel-სა და OnePlus 3T-ში. ანდროიდის ენთუზიასტები რა თქმა უნდა იმედგაცრუებული დარჩებიან, რადგან ისინი მარტიდან 835-ზე დაფუძნებული ტელეფონების საკმაოდ დიდ არჩევანს ელოდნენ.

Samsung-ის დამოკიდებულება Qualcomm-ის ჩიპებთან მიმართებაში საგრძნობლად შეიცვალა. ორი წლის წინ კორეულმა გიგანტმა უარი თქვა 810 ჩიპსეტზე გადახურების პრობლემების გამო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მათ ბლომად 820 სერიის პროცესორები შეიძინეს ფლაგმანებისთვის. Snapdragon 835 ორ კომპანიას შორის ურთიერთობას უფრო აღრმავებს და ამით Samsung აჩვენებს, რომ მისი საკუთარი ჩიპების წარმოება და სამომხმარებლო პროდუქტების განყოფილებები ცალ-ცალკე ბიზნესებია. მიუხედავად ყველაფრისა მაინც ჩნდება ეჭვი, რომ Samsung-ის სვლა ყველაზე მეტად კონკურენტების გადასწრებას ემსახურება.

 

VIAForbes
წყაროTheVerge
წინა სტატიაLineageOS – უკვე ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად
შემდეგი სტატიაChrome OS – პლანშეტებზეც იქნება ხელმისაწვდომი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი