კომპანია Adobe-მ ამ კვირას ძალიან მნიშვნელოვანი ანონსი გააკეთეა Chromebook-ების მფლობელებისთვის. ამერიკელმა დეველოპერებმა თქვეს, რომ ბევრი საფირმო Android აპლიკაცია უახლოეს კვირებში განახლდება და Chrome OS-ზე გახდება ხელმისაწვდომი. ასეთი გადაწყვეტილება Google-თან თანამშრომლობის ფარგლებში იქნა მიღებული, რომელიც ქრომბუქტების სასწავლო დაწესებულებებში პოპულარიზაციისაკენ არის მიმართული. კომპანიებს უნდათ, რომ მოსწავლეებს და სტუდენტებს ქონდეთ საშუალება იყვნენ უფრო კრეატიულები და გრაფიკასთან და ფოტოგრაფიებთან მუშაობა უფრო დიდ ეკრანებზე შეძლონ.

Chrome OS-ის მხარდაჭერას შემდეგი აპლიკაციები მიიღებენ:

  • Photoshop Mix
  • Lightroom Mobile
  • Illustrator Draw
  • Photoshop Sketch
  • Adobe Comp CC
  • Creative Cloud Mobile

Adobe-ს იმედი აქვს, რომ მისი აპლიკაციები შთააგონებენ ადამიანებს და განსაკუთრებით სტუდენტებს და მათი საშუალებით შექმნიან კონტენტს შემოქმედებითი პროექტებისთვის. მოგვიანებით წელს კომპანია გეგმავს უფრო მეტი Android აპლიკაციის მხარდაჭერის დამატებას Chrome OS-თვის.

შეგახსენებთ, რომ ყველა ახალი მოწყობილობა Chrome OS-ზე ავტომატურად მიიღებს Google Play-ს და Android აპლიკაციების მხარდაჭერას. ამის გარდა 2017 წელს პლანშეტების გამოსვლაც არის დაგეგმილი ამ საოპერაციო სისტემის მართვის ქვეშ.

წინა სტატიაChrome OS – პლანშეტებზეც იქნება ხელმისაწვდომი
შემდეგი სტატიაMicrosoft შესაძლოა Windows 10-ის ღრუბლოვან ვერსიაზე მუშაობდეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი