Mozilla-მ მობილური საოპერაციო სიტემა Firfox OS დახურა და პროექტში მონაწილე 50 თანამშრომელიც დაითხოვა სამსახურიდან. კომპანიამ დაადასტურა ფაქტი, თუმცა დათხოვნილი ხალხის რაოდენობა არ დაუზუსტებია. გარდა რიგითი თანამშრომლებისა Mozilla დატოვა ვიცე-პრეზიდენტმა არი ჯააკსიმ. კომპანიის ცნობით ზოგიერთმა გათავისუფლებულმა უკვე მიიღო შემოთავაზება კომპანიის სხვა განყოფილებაში სამსახურის გაგრძელების შესახებ.
Mozilla-ს წარმომადგენბლებმა აღნიშნეს, რომ ისინი გააგრძელებენ “საგნების ინტერნეტზე” მუშაობას, რომელიც მხოლოდ კვლევებს მოიცავს და არა კომერციულ პროდუქტებს.
კომპანიამ Firefox OS-ის გამოყენება IoT პროექტებისთვის 2015 წლის დეკემბრიდან ცდილობს, მას შემდეგ, რაც დაუხურა სმარტფონების წარმოების და გაყიდვის პროექტი.
კომპანია დაკავებული იყო Firefox OS-ის დამატებით მოწყობილობებში ჩაშენბით, თუმცა მათი გადაწყვეტილებები პოპულარობით არ სარგებლობდა. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრორექტი იყო Panasonic-ის ტელევიზორებში ინტეგრაცია, თუმცა 2016 წლის სექტემბერში ისიც დაიხურა.
როგორც CNET გვატყობინებს, კომპანია სირთულეებს ბრაუზერების ბაზარზეც განიცდის. StatCounter-ის მონაცემებით Firefox-ის წილი სამაგიდო ვერსიებში 16%-დან 14,85%-მდე დაეცა და ყველა მოწყობილობაზე ერთად 9%-დან 6,8%-მდე.