არც ისე დიდი ხნის წინ Chrome 56 ვერსიამდე განახლდა და FLAC აუდიოკოდეკის, დაუცველი HTTP შეერთებების და HTML5-ით Flash-ის ჩანაცვლება მიიღო. რა თქმა უნდა Android-ის ვერსიაც განახლდა და მომხმარებლებმა ჩატვირთული ფაილების ან გვერდების ახალი ფანჯრის შექმნით გახსნის საშუალებაც კი მიიღეს. ახლა უკვე Google-მა კიდევ ერთი საინტერესო განახლების გამოშვება დააპირა.

Chrome 57-ში WebAssembly-ის მხარდაჭერა გამოჩნდება, რომელიც საშუალებას მისცემს ვებ-აპლიკაციებს შეასრულონ დაბალი დონის ოპერაციები ვიდრე ეს JavaScript-ს შეუძლია. WebAssemby მხარს უჭერა C და C++ კოდს და ახლო მომავალში სხვა ენების მხარდაჭერაც ექნება.

Chrome 57-ის სატესტო ბეტა ვერსიაში ასევე არის Media Session API, რომელიც დეველოპერებს მედია ფაილების დაკვრისას მარტვის პუნქტებისა და შეტყობინებების გამოტანის საშუალებას მისცემს. ამ ფუნქციის წყალობით შესაძლებელი გახდება გამოისახოს კომპოზიციის ან ვიდეოს ავტორი, ალბოი და ალბომის გარეკანი.

წინა სტატიაMozilla-მ Firefox OS დახურა და თანამშრომლები დაითხოვა
შემდეგი სტატიაXiaomi საკუთარ მობილურ პროცესორებს გამოუშვებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი