ჯერ კიდევ გასულ წელს გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Xiaomi მობილურ მოწყობილობებში საკუთარი წარმოების პროცესორებს გამოიყენებს ისევე, როგორც ამას Samsung, Huawei და Apple აკეთებს. ასეთი გადაწყვეტილება გამართლებულიცაა, რადგანაც მწარმოებელი უკეთ ოპტიმიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას გამოუშვებს საკუთერი პროცესორებისთვის. ჭორების თანახმად პირველი ასეთი მოწყობილობა 5,5  დიუმიანი Mi5C იქნება. ვარაუდების თანახმად ხელმისაწვდომი გახდება სმარტფონის ორი ვერსია, რომელთაგან ერთ-ერთი Qualcomm Snapdragon 625 და მეორე საკუთარი Pinecone-ის ბაზაზე იქნება. ახლა უკვე ცნობილი ხდება Xiaomi Pinecone-ის უფრო მეტი დეტალი, რადგანაც გაშვებულია ოფიციალური სატი და Weibo-ს ანგარიშიც კი.

ახალი მონაცემების თანახმად Xiaomi Pinecone ორი ვერსიის სახით გამოვა, V670 და V970. უმცროსი მოდელი 28 ნანომეტრიანი იქნება და რვა Cortex-A53 ბირთვი ექნება, ხოლო გრაფიკა Mali-T860 ჩიპს დაეყრდნობა. Pinecone V670 სიმძლავრით Snapdragon 808-ს გაუტოლდება და სწორედ ის გახდება Mi5C-ის საფუძველი.

Pinecone V970 10 ნანომეტრით შეიქმნება, ის ოთხი Cortec-A73 და ოთხი Cortex-A53 ბირთვისაგან მაქსიმალური სიხშირით 2,7 გიგაჰერცი. გრაფიკის როლს აქ Mali-G71 შესარულებს 900 მეგაჰერცით. ეს ჩიპსეტი Xiaomi Mi5S-ში იქნება გამოყენებული, რომელის რელიზიც წლის მეოთხე კვარტალში არის დაგეგმილი.

 

წინა სტატიაChrome 57-ში C და C++ მხარდაჭერა იქნება
შემდეგი სტატიაLogitech 4K ვებ კამერა მაღალი ხარისხის ონლაინ სტრიმინგისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი