თუ თქვენ ხართ სტილისტი ან მეიქაფ არტისტი სწრაფი ინტერნეტ კავშირით უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ Logitech-ის 4K Pro Brio ვებ კამერა. მას აქვს 4K 30fps გარჩევადობა, 5X ციფრული ზუმი და ინფრაწითელი სახის ამოცნობა Windows Hello-თვის. შესაძლოა ის არ არის პირველი 4K ვებ კამერა, მაგრამ ფაქტია, რომ საუკეთესოა და სულ რაღაც 200$ ღირს.

4K ვიდეო მაუწყებლობას 25-35 მეგაბიტი ინტერნეტ შეერტება ჭირდება, თუნდაც ატვირტვის მიმართულებით, რომ შეძლოთ ვიდეოს ტრანსლირება საუკეთესო ხარისხით. კიდევ ერთი შეზღუდვა რაც პროდუქტს წინ ეღობება Skype-ისა და Google Hangouts-ის გარჩევადობის ლიმიტია, რაც 1080p-ს შეადგენს, რო არაფერი ვთქვათ კომპიუტერის მონაცემებზე, რაც 4K ვიდეოს დამუშავებისთვისაა საჭირო.

საუკეთესო შედეგის მიღწევა ლაივ სტრიმინგეისთვის რა თქმა უნდა YouTube იქნება, რომელსაც უკვე აქვს 4K ვიდეოს გაშვების საშუალება, რითაც Twitch-ზე უკეთესი შედეგი მიიღება. მიუხედავად იმისა, რომ ფასი ვებ კამერისთვის საკმაოდ ძვირია ის მაინც ყველაზე იაფი არჩევანია 4K ვიდეოს გაშვებისთვის ვიდრე ნებისმიერი სხვა ვიდეო კამერა.

გარდა იმისა რომ იღებთ სტრიმინგსა და მაღალ გარჩევადობას, მოწყობილობას შეუძლია დაბალი განათების პირობებშიც მუშაობა. მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის საიტზე, Amazon-ზე და ოფიციალური გადამყიდველების მაღაზიათა ქსელებში.

წინა სტატიაXiaomi საკუთარ მობილურ პროცესორებს გამოუშვებს
შემდეგი სტატიაLG Watch Sport და Style პირველი Android Wear 2.0 მოწყობილობებია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი