ჩითერები Counter Strike: Global Offensive-იშ ეს დიდი პრობლემაა, რომელიც თამაშს გამოშვების დღიდან ახლავს, მაგრამ ბოლო დღეებში კეთილსინდისიერი მომხმარებლების მოთმინებაც კი ამოიწურა. ქსელში პოპულარობას იღებს #fixcsgo ჰეშტეგი, სადაც შუთერის ფანატები კომპანია Valve-ის ყურადღების მიქცევას ცდილობენ. სატიზე Change.org შეიქმნა პეტიცია, რომელიც CS:GO-ს დეველოპერებს მმოუწოდებს გააუმჯობესონ ანტი-ჩით სისტემა VAC, რომელიც საერთოდ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

ზოგიერთმა სტრიმერმა ღიადაც კი დაიწყო ჩითების გამოყენება ინტერნეტ ტრანსლაციებსიაც, რომ აჩვენოს თავის მაყურებლებსა და Valve-ს თუ რამდენად მოწყვლადია მათი სისტემა. საინტერესოა, რო ასეთმა მომატებულმა ყურადღებამ პრობლემის მოგვარებას ხელი არ შეუწყო და მდგომარეობა პირიქით გაუარესდა კიდევაც. გეიმერებმა სრულიად უშიშრად დაიწყეს პრივატული ჩითების მასიური შეძენა. სერვერები გადაივსო არაკეთილსინდისიერი მოთამაშეებით და არანაირ სამართლიან თამაშზე საუბარი ამ პირობებში უკვე შეუძლებელია.

მიზეზები რის გამოც გეიმერები ჩითებს იყენებენ ბევრია. ზოგიერთს უნდა სხვა მოთამაშეებში გაკვირვება გამოწვიოს, ზოგიერთს კი რანგის მომატება უნდა. არის მოსაზრებაც, რომ ჩითერების არსებობა Valve-ის ინტერესებშიცაა, რადგანაც ჩითერების ანგარიშები პერიოდულად იბლოკება, რის შემდეგაც მათ ახალი ანგარიშის შექმნა უწევთ, რაც თამაშების ხელახალ შეძენას ნიშნავს. Counter-Strike ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი შემოსავალია მისი შემქმნელებისთვის და Global Offensive-ში მომხმარებლებს გასული წლის განმავლობაში ასეულობით მილონი დოლარი აქვთ დახარჯული.

წინა სტატიაგამოვიდა Youtube Go ბეტა ვერსია
შემდეგი სტატიამე-8 თაობის Intel Core პროცესორები რევოლუციური არ იქნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი