ის დღეები, როცა Intel-ის პროცესორების თაობების ცვლილება რევოლუციურ განახლებას ნიშნავდა დიდი ხანია წავიდა. Intel-მა მისი მე-8 თაოების Core პროცესორები წრამოადგიან, რომლებიც 2017 წლის მეორე ნახევარში გამოვა და კვლავ 14 ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იქნება შექმნილი და დიახაც უკვე მეოთხეჯერ. კომპანიას რა თქმა უნდა რცხვენია ამის მაგრამ მათი თქმით ახალი ჩიპები 15 პროცენტით უფრო წარმადი იქნება მე-7 თაობაზე.
როგორც ჩანს მომავალი ჩიპები დაბალი ვოლტაჟის U და Y სერიებზე ფოკუსირდება, რომელბიც თხელი და მსუბუქი ლეპტოპებისთვისაა განკუთვილი და პირველად ისნი მე-7 თაობაში იქნა წარმოდგენილი გასული წლის ბოლოსკენ.
როცა Intel-ის 10 ნანომეტრიანი პროცესორები გამოვა რა თქმა უნდა მათზე მასიურად გადასვლა შეუძლებელი იქნება. Intel ამბობს, რომ ტექნოპროცესის განახლება ნაწილობრივ მოხდება და პრიველ განახლებას მონაცემთა დამუშავების ცენტრები მიიღებენ. არ უნდა გაგიკვირდეთ, როცა პირველი 10 ნანომეტრიან ჩიპებს Xeon-ის სერიაში გამოუშვებენ და არა სამაგიდო და მობილური სეგმენტისთვის.
რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი იქნება სასერვეროებისთვის და ზოგადად ღრუბლოვანი ბიზნესისთვის, მაგრამ Intel-ის ამბიციები მობილური და სამაგიდო ბაზარზე გაცილებით მეტს მოითხოვს. Qualcomm და სხვა მობილური გიგანტები უკვე წელს გამოუშვებენ 10 ნანომეტირან პროცესორებს და მიუხედავად იმისა, რომ PC ლეპტოპის წარმადობა მაინც მეტი იქნება ARM პლანშეტის შესაძლებლობებზე, მათ შორის სხვაობა კიდევ უფრო შემცირდება, რაც ბევრი მომხმარებლისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს Intel-ზე დაფუძნებული კომპიუტერის და ARM ტრანსფორმერს შორის არჩევანის გაკეთებისას.