სოციალური ქსელი ფეისბუქი 17 თებერვალს გაუშვებს სერვისს, რომლის საშუალებითაც კომპანიების გვერდებზე შესაძლებელი იქნება სპეციალურ განყოფილებაშივაკანსიების გამოქვეყნება. პროექტზე წვდომა პირველ რიგში ა.შ.შ-ში იქნება ხელმისაწვდომი.

გამოქვეყნებული ვაკანსიები ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც კომპანიის გვერდზე შემოვლენ სადაც ახალ თანამშრომლებს ეძებენ. ამის გარდა ვაკანსიებისთვის შექმნილი იქნება სპეციალური განყოფილებების მობილურ აპლიკაციასა და ვებ-საიტზეც.

მომხმარებლებს შეეძლებათ პასუხის გაცემა შემოთავაზებაზე და Facebook ავტომატურად შეავსებს რეზიუმეს ფორმას აპლიკანტის პერსონალური მონაცემებით და დამსაქმებელთან Messenger-ის საშუალებით გასაუბრების საშუალებასაც მისცემს.

Facebook-ის ვიცე პრეზიდენტის ენდრიუ ბოტსვორთის განცხადებით სოციალური ქსელი ამით მოაწესრიგებს პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ამ დონეზე ავტომატიზებული. მან ასევე აღნიშნა, რომ სერვისის ტესტირებაში მონაწილეებისთვის კვალიფიციური თანამშრომლების მოძიება გაცილებით მნიშვნელოვანი ამოცანა იყო ვიდრე მყიდველების მოზიდვა და გაყიდვების ზრდა.

ვაკანსიების სერვისის ტესტირება 2016 წლის  შემოდგომაზე დაიწყო და იმ დროისთვის Facebook-ში დარწმუნებული არ იყვნენ მის წარმაებაში. ახალი სერვისის გაშვებით კომპანია ხდება LinkedIn-ის პირდაპირი კონკურენტი.

წინა სტატიამე-8 თაობის Intel Core პროცესორები რევოლუციური არ იქნება
შემდეგი სტატიაCS:GO-ში ჩითერების წინააღმდეგ ხელოვნური ინტელექტი იმოქმედებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი