კომპანია Lenovo-მ გასულ თვეში გამოაცხადა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც კონკურსანტებს უნდა წარმოედგინათ Moto Z/Play,Force სმარტფონის მოდულები. უამრავი იდეებიდან და კონცეფციებიდან მწარმოებელმა საუკეთესოები ამოარჩია და ახლა უკვე მათი მომავალი მომხმარებლების არჩევანზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის მოდული Edge Force, რომელიც ფერადი შუქდიოდური განათებაა ჩაშენებული აკუმლატორით უკვე ძალიან მალე ჩაეშვება წარმოებაში. კიდევ ერთი წარმატებული პროექტია Linc Smart Walkie, რომელიც Moto Z-ს რაციად გადააქცევს.

Linc Smart Walkie საშუალებას იძლევა ისაუბროთ სხვა რაციების მოხმარებლებთან 8 კილომეტრის რადიუსში 22 სხვა და სხვა არხის საშუალებით და დამატებით SMS და GPS შეტყობინებების გადაცემის საშუალებას იძლევა. ამის გარდა მოდულს სპეციალური ღილაკი აქვს SOS სიგანლის გადაცემისათვის. ასეთი მოდული განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ლაშქრობებში სადაც მობილური კავშირის პრობლემებია ან საერთოდ არ არის. ამ ყველაფრის გარდა მოდულს ჩაშენებული 1 500 მილიამპერიანი მოდულიც აქვს, რაც სმარტფონის ავტონომიურობას საგრძნობლად გაზრდის.

მოდულის წინასწარ შეკვეთა შესაძლებელია პროექტის საიტზე.

წინა სტატიაCS:GO-ში ჩითერების წინააღმდეგ ხელოვნური ინტელექტი იმოქმედებს
შემდეგი სტატიაბიტკასტი – ეპიზოდი 0

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი