MWC 2017-ზე ახალი ჩინური ფლგაგმანები – Huawei P10 და P10 Plus წარმოადგინეს. წინამორბედების მსგავსად მათ Leica-ს ორმაგი კამერა აქვთ თუმცა ახლა უკვე წინა კამერებიც Leica-ს წარმოებისაა.

Huawei P10-მა 5,1 დიუმიანი Full HD ეკრანი მიიღო ხოლო P10 Plus 5,5 დიუმიანია და Quad HD გარჩევადობა აქვს. ორივე სმარტფონის ეკრანი 2,5D Corning Gorilla Glass 5-ით არის დაცული, რომელიც მექანიკური დაზიანებებისგან იცავს მოწყობილობებს.  ეკრანის ქვეშ მხოლოდ ერთი ღილაკია, რომელიც თთის ანაბეჭდების სკანერის მოვალეობას ასრულებს და ასევე ანაცვლებს სამ ტრადიციულ ღილაკს. სვაიპით აპლიკაციების გადართვა, მოკლე დაჭერით უკან გადასვლა ხოლო ხანგრძლივი დაჭერა მთავარ ეკრანზე გადართვას ახორციელებს.

სმარტფონების მთავარი კამერები Leica-სთან თანამშრომლობით შეიქმნა და P9-ის მსგავსად ფერადი და შავ-თეთრი მოდულებისგან შედგება და მათი გარჩევადობა 12 და 20 მეგაპიქსელია. კამერებში SUMMILUX-H ლინზებია გამოყენებულია და ობიექტივის შუქის ინტენსივობა f/1,8-ს შეადგენს. მოდულების მიერ გადაღებული ფოტოები პროგრამულად მუშავდება და შედეგეად მიღებული გამოსახულება მაქსიმალურად განათებული, მკვეთრი და რეალისტური გამოდის. კამერებს ოპტიკური სტაბილიზაცია, ოთხმაგი ჰიბრიდული ავტოფოკური და ორმაგი ჰიბრიდული ზუმი აქვს. შესაძლებელია 2160p ვიდეოს გადაღება, არის ხელოვნური რეჟიმი და Leica-ს ძველი კამერების იმიტაციის რეჟიმიც.

როგორც მწარმოებელი ამბობს სმარტფონების კორპუსის გაკაწრვა შეუძლებელია და მასზე თითის ანაბეჭდებიც კი არ რჩევბა. iPhone 7/7 Plus-ის შავი ვარიანტის ისტორიის შემდეგ რა თქმა უნდა ამ ყველაფრის დაჯერება რეალურ ტესტირებამდე საკმაოდ რთულია.

არის რა თქმა უნდა პრიალა ვარიანტიც – თეთრი კერამიკა და რა თქმა უნდა სხვა და სხვა ფერის კორპუსებიც, რომლებიც სმარტფონს მტვრისა და წყლისგან იცავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სმარტფონი ძალიან თხელია და სულ რაღაც 7 მმ სისქისაა. მიუხედავად ამისა აკუმლატორის მოცულობა P10-ში 3200 და P10 Plus-ში 3750 მილიამპერია. კომპანია ამბობს, რომ ეს მუხტი 2-2,5 დღის განმავლობაში ეყოფა სმარტფონებს.

კიდევ ერთი თავისებურება Huawei P10 Plus-ში გაუმჯობესებული კავშირია. მწარმოებელი ამბობს, რომ ეს პირველი 4,5 G სმარტფონირა, რომელშიც 4 ანტენაა დამონტაჟებული, რითაც 4x4MIMO მიიღწევა და 60%-ით მცირდება კავშირის წყვეტები, რომელსაც სუსტი სიგნალი იწვევს. სმარტფონში ასევე რეალიზებულია Huawei Geo Technology, რომელიც GPS თანამგზავრების სიგნალის მიღებას აუმჯობესებს.

Huawei P10/P10 Plus-ის ტექნიკური მახასიათებლები:

  • ჩიპსეტი: HiSilicon Kirin 960, 8 ბირთვი (4 Cortex-A73 2,4 გჰც + 4 Cortex-A53 1,8 გჰც), 64 ბიტი, Mali-G71 გრაფიკა
  • ოპერატიული მეხსიერება: 4 – 6 გბ
  • შიდა მეხსიერება: 64 – 128 გბ
  • ეკრანი: 5,1-დიუმიანი Full HD (1920 x 1080 პიქსელი, 431 ppi) /  5,5-დიუმიანი Quad HD (2560 x 1440 პიქსელი, 534 ppi), კონტრასტი 1500:1, ფერთა სიმრავლე 96%, განათება 500 კდ/კვ.მ
  • მთავარი კამერა: ორმაგი, 12 + 20 მეგაპიქსელი, SUMMILUX-H ლინზები, f/1,8 აპერტურა, 2160р ვიდეო
  • წინა კამერა: 8 მეგაპიქსელი, f/1,9
  • SIM-ბარათების სლოტი: ორი, ერთი ჰიბრიდული (microSD ან SIM-ბარათი)
  • კავშირი: 2G/3G/4G, Wi-Fi (802.11a/b/g/n/ac), dual band, 2×2 MIMO, USB Type-C, 3,5-მმ, NFC
  • აკუმლატორი: 3200 / 3750 მა/სთ, სწრაფი დამუხტვა
  • კორპუსი: მეტალი
  • საოპერაციო სისტემა: Android 7.0/EMUI 5.1
  • ზომები: 145,3х69,3х6,98 მმ. /  153,5х74,2х6,98 მმ.
  • მასა: 145 გ. / 165 გ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here