Want create site? With Free visual composer you can do it easy.

ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი ანონსი Mobile World Congress 2017-ზე LG G6-ის პრეზენტაცია იყო. უამრავი ჭორისა და გაჟონილი ინფორმაციის წყალობით აპარატის შესახებ ბევრი რამ იყო უკვე ცნობილი და მწარმოებელიც ინტერესის გაღვივების მიზნით ეტაპობრივად ავრცელებდა გარკვეულ სიახლეებს. LG-მ გადაწყვიტა უაერი ეთქვა წარუმატებელ მოდულურ კონცეფციაზე და ახალი ფლაგმანი სრული მეტალის კორპუსითა და IP68 სტანდარტის წყალგაუმტარობით აღჭურვა. ამის გარდა ძალიან ბევრი რამ გააუმჯობესა წინა მოდელებთან შედარებით.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნაო ეკრანი, რომელიც სამხრეთკორეულმა მწარმოებელმა უცნაურ ზომებში წარმოადგინა. Full Vision ეკრანი 5,7 დიუმიანი პანელია არასტანდარტული პროპორციებით 18:9 და გარჩევადოებით 1880×1440 პიქსელი და ის თითქმის სრულად ფარავს აპარატის წინა პანელს. LG G6-ის ეკრანს მომრგვალებული კუთხეების აქვს და Dolby Vision ტექნოლოგიითა აღჭურვლი, გარდა ამისა შეუძლია HDR10 სტანდარტის გამოსახულების ჩვენებაც.

სმარტფონის კორპუსი ალუმინის უნიბოდია და ამჯერად მწარმოებელმა გრუნტზე და საღებავზეც კი უარი თქვა. უკანა პანელზე განთავსებულია თითის ანაბეჭდების სკანერი რომელიც ამავდროულად ჩართვის ღილაკიცაა. იქვე არის ორმაგი კამერა და ორ-ფერიანი შუქდიოდური განათება. ქვედა ნაპირზე განთავსებულია USB Type-C და მულტიმედიური დინამიკი ხოლო ზევიდან 3.5 მმ აუდიო გასართია განთავსებული.

LG G6-ის მთავარი კამერა ორი მოდულითაა დაკომპლექტებული რომელთა გარჩევადობა 13 მეგაპიქსელს შეადგეს. როგორც გასული წლის LG G5-სა და V20-ში ერთ მოდულს სტანდარტული ხედვის კუთხე, ხოლო მეორეს ულტრაგანიერი 125 გრადუსიანი ხედვა აქვს. ამის წყალობით შესაძლებელი ხდება უფრო მეტი სივრცის გამოჩენა კადრში ვიდრე სხვა ნებისმიერ სმარტფონზე. რადგანაც ორივე სენსორს ერთი და იგივე გარჩევადობა აქვს შესამჩნევი განსხვავება ჩვეულებრივსა და ფართო კუთხიან ფოტოებს შორის არ შეიმჩნევა.

გამომდინარე იქიდან, რომ სმარტფონს არასტანდარტული პროპორციების ეკრანი აქვს კომპანიას მოუწია საფირმო სამომხმარებლო ინტერფეისის გადამუშავება და მისი UX 6.0 ვერსიამდე განახლება. კომპანია მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს Full Vision ეკრანს, რაც დადებითად აისახება მრავალამოცანიანობაზე. Android Nougat-ის ორი აპლიკაციის ერთ ეკრანზე გახსნის ფუნქცია ძალიან კომფორტული მოსახმარი ხდება LG G6-ზე. აღსანიშნავია ისიც, რომ LG G6 პირველი სმარტფონია Google Pixel-ების მერე, რომელსაც Google Assistant-ის მხარდაჭერა აქვს.

G6-ის კიდევ ერთი ღირსება მაღალი ხარისხის ხმაა. სმარტფონში 32-ბიტიანი ოთხბირთვიანი ციფრულიდან ანალოგურში გარდამქმნელი აყენია, რომელსაც მარჯვენა და მარცხენა არხების ცალ-ცალკე კონტორლი შეუძლია, რისი წყალობითაც უფრო დაბალანსებული ჟღერადობა მიიღება. კიდვ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის ის, რომ აუდიო ჩიპის ინტეგრაციით ინფორმაციის მინიმალური დანაკარგი და ხმის დეტონაციის ძალიან დაბალი დონე 0,0002% მიიღწევა.

განსაკუთრებული ყურადღება მოხმარებლის უსაფრთხოებასაც ეთომბა. წარმოებისას სმარტფონის ტესტირება ძალიან მკაცრ პირობებში მიმდინარეობდა ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება და ამის მიზანი ექსტრემალური ტემპერატურების, წყლის, მტვერის, ვარდნის, დარტყმის და სხვა პოტენციურად საშიში ზემოქმედებისგან დაცვაა. LG-მ დეტალურად შეამოწმა ყველა კომპონენტი და განსაკუთრებით პროცესორი, ეკრანი, აკუმლატორი, კამერა და თითის ანაბეჭდების სენსორი. იმსიათვის რომ სმარტფონი გადახურებისგან იყოს დაცული, ჩიპსეტი და ეკრანის კონტროლერი ერთმანეთისგნ მაქსიმალურად დაშორებით განათავსეს. ამის გარდა LG G6-ში დაყენებული სპილენძის თერმო-მილი, რომელსაც სითბო გამოაქვს და ეფექტურად ფანტავს გარემოში.

LG G6-ის ტექნიკური მახასიათებლები:

  • 5,7 დიუმიანი ეკრანი 18:9-ზე პროპორციებით და 2880×1440 გარჩევადობით
  • ოთხბირთვიანი Qualcomm Snapdragon 821 პროცესორი
  • გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 530
  • 4 ოპერატიული მეხსიერება
  • 32/64 ჩაშენებული მეხსიერება
  • microSD ბარათების მხარდაჭერა
  • ორმაგი 13-მეგაპიქსელიანი კამერა ოპტიკური სტაბილიზაციით
  • 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა
  • თითის ანაბეჭდების სკანერი
  • USB Type-C პორტი
  • 3 300 მა/სთ აკუმლატორი და უკაბელო დამუხტვა
  • Android Nougat/LG UX 6.0 საოპერაციო სისტემა
  • ზომები: 148,9 х 71,9 х 7,9 მმ.
  • წონა: 163 გ.

 

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here