კომპანია Samsung-მა MWC 2017-ზე ახალი Android პლანშეტი Galaxy Tab 3, Windows პლანშეტები Galaxy Book და განახლებული Gear VR წარმოადგინა.

Galaxy Tab 3

ახალი ფლაგმანური Android პლანშეტი ახალ სტილუსთან ერთად იქნა წარმოდგენლი, რომლის წვეროს დიამეტრი 0.7 მილიმეტრია და გაუმჯობესებული მგრძნობელობა აქვს. პლანშეტს HDR10 ვიდეოს გაშვება შეუძლია. მულტიმედია კონტენტის კომფორტული მოხმარებისთვის მოწყობილობას ოთხი დინამიკი აქვს, რომელიც AKG by HARMAN-თან ერთად შეიქმნა. Galaxy Tab 3-ში გაიზარდა ავტონომიურობის მაჩვენებელი და მას 12 საათის განმავლობაში შეუძლია ვიდეოს გაშვება.

ტექნიკური მონაცემები:

  • ეკრანი: 9,7 დიუმი, 2048х1536 პიქსელი, Super AMOLED
  • პროცესორი: Snapdragon 820 — 4 ბირთვი 2,15 გჰც + 4 ბირთვი 1,6 გჰც
  • მეხსიერება: 4 ГБ ოპერატიული და 32 ГБ ჩაშენებული მეხსიერება, microSD
  • კამერა: 13 მპ. მთავარი და 5 მპ. წინა
  • აკუმლატორი: 6000 მა/სთ, სწრაფი დამუხტვა
  • საოპერაციო სისტემა: Android 7.0 Nougat
  • ზომები: 237,3х169х6 მმ, წონა 429 გ.

Galaxy Book

Windows პლანშეტების ახალი სერია Samsung-მა ორი მოწყობილობით გახსნა. Galaxy Book c  წარმოდგენილია 10,6 და 12 დიუმიანი ეკრანებით. მათი გამოყენება ნოუთბუქებადაც არის შესაძლებელი, რაც კლავიატურის ქეისით ხორციელდება. პლანშეტები ავტონომიურად ვიდეოს გაშვებას 10 საათამდე შეძლებენ.

ტექნიკური მონაცემები:

  • ეკრანი: 10,6/12 დიუმი, გარჩევადობა 1920х1080/2048х1440 პიქსელი, TFT/Super AMOLED
  • პროცესორი: Intel Core m3 / Intel Core i5, მე-7 თაობის პროცესორები
  • მეხსიერება: 4 ГБ ოპერატიული და 64 და 128 გბ ჩაშენებული მეხსიერება, microSD
  • კამერა: 13 მპ. მთავარი და 5 მპ წინა (Galaxy Book 10,6 მხოლოდ წინა)
  • აკუმლატორი: 30,4 ვტ/39,04 ვტ, სწრაფი დამუხტვა
  • საოპერაციო სისტემა: Windows 10
  • ზომები: 261,2х179,1х8,9 / 291,3×199,8×7,4 მმ, წონა 640/754 გ.

Gear VR

ახალი Gear VR ჩაფხუტი Oculus-ის კონტროლერთან ერთად გაიყიდება. მოწყობილობა ვირტუალური რეალობის შესაძლებლობებს თაჩპედის და სხვა და სხვა მოძრაობის აღქმის მქონე სენსორებით აფართოებს. ახალი Gear VR თავსებადია Galaxy S7, S7 Edge, Note 5, S6, S6 Edge, S6 Edge + სმარტფონებთან.

წინა სტატიაHuawei P10 და P10 Plus
შემდეგი სტატიაSony Xperia XZ Premium, XZs, XA1 და XA1 Ultra

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი