გასული წლის ნოემბრეში კომპანია Microsoft-მა განახლებების ახალი სისტემა – Unified Update Platform წარმოადგინა, რომელიც ყველა მხარდაჭერილ მოწყობილობაზე იქნება, მათ შორის პერსონალურ კომპიუტერებზე, სმარტფონებზე, კონსოლებზე, საგნების ინტერნეტში და Hololens-ზე. UUP-ს აზრი სისტემური განახლებების ოპტიმიზაციია და მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ Windows Insider პროგრამის მონაწილეებისთვის იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ Microsoft-ის განცხადების თანახმად UUP ყველასთვის ხელმისაწვდომი უკვე გაზაფხულში გახდება Creators Update-ის ფარგლებში.

განახლებების ზომის შემცირება პაკეტების დიფერენციალური ჩამოტვირთვის მექანიზმით ხორციელდება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სისტემა ჩამოტვირთავს მხოლოდ საჭირო ფაილებს და არა სრულ დისტრიბუტივს. ჩამოტვირთვის დაწყებმდე შემოწმდება ყველა არსებული ფაილი მოწყობილობაზე და და ამის საფუძველზე განისაზღვრება გასაახლებელი ფაილების ჩამონათვალი.

Creators Update სრული და მსხვილი განახლების პაკეტი იქნება, ხოლო ოპტიმიზაცია შემდგომი განახლებების შემცირებას დაახლოებით 35%-მდე შეძლებს. Windows Insiders პროგრამის მონაწილეებისთვის ეს სიახლე გაცილებით უფრო სასარგებლო და ეფექტური იქნება, რადგანაც მათთვის განახლებები უფრო მაღალი სიხშირით გამოდის.

 

წინა სტატიაGoogle Assistant – ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა
შემდეგი სტატიაბიტკასტი – ეპიზოდი 2

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი