11 მარტს ამერიკის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიამ (SEC) უარყო ძმების ტაილერ და კემერონ ვინკლვოსების თხოვნა გაეხსნათ საბირჟო საინვესტიციონ ფონდი, რომელიც ბიტკონებზე იმუშავებდა. ამის გამო კრიპტოვალუტის კურს 16$-ით დაეცა და 1000 დოლარი ღირს.

კომისიის პასუხის თანახმად ვინკლვოსების თხოვნა ეწინააღმდეგება ბირჟის კანონის მე-6 სექციას, რომლის თანახმადაც ფასიანი ქაღალდების გაცვლის წესები ხელს უნდა უშლიდეს თაღლითობას და მანიპულაციებს, ასევე იცავდეს ინვესტორებს და საზოგადოების ინტერესებს.

კომისიის შეფასებების თანახმად, ბიტკოინის გაცვლის მსხვილი ბაზრები არ რეგულირდება და ამით შესაძლოა პოტენციური ზიანი მიადგეს ფასიანი ქაღალდების მფლობელებს და ინვესტორებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბიტკოინის კურსმა ოქროს ღირებულებასაც კი გაუსწრო, თუმცა ეს დროებითი აღმოჩნდა.

VIABusiness Insider
წინა სტატიაGoogle-მა ახალი შტაბ-ბინის მშენებლობის ნებართვა მიიღო
შემდეგი სტატიაIBM-მა ინფორმაციის ერთ ატომში შენახვა შეძლო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი