IBM-ის მკვლევარებმა ინფორმაციის მატარებელი შექმნეს, რომლის ზომიაც სულ რაღაც ერთი ატომია, რომლის მუშაობაც სკანერული ტუნელირების მიკროსკოპით დადასტურდა.

თანამედროვე სთორიჯი ინფორმაციის ერთი ბიტის შესანახად 100 ათასამდე ატომს იყენებს. ახალი ტექნოლოგია შესაძლებელს გახდის მომავალში მიღწეულ იქნას მონაცემების ზემჭიდრო ჩაწერა. საკრედიტო ბარათის ზომის მედიაზე შესაძლებელი გახდება დაეტიოს iTunes-ს მთელი ფონოთეკა, რომელიც 35 მილიონი კომპოზიციისგან შედგება.

ახალი მედია მეხსიერების მხოლოდ ერთი უჯრედისგან შედგება და მას 1 ბიტის ზომა აქვს, თუმცა კოლოსალური პოტენციალის მატარებელია. ავტორის კრისტოფერ ლუტცის სიტყვებით სწავლულებმა გადაწყვიტეს გაიგონ თუ რა მოხდება მაშინ, როცა მინიატურიზაციის ხარისხი ატომის ფუნდამენტალურ მასშტაბებამდე შემცირდება.

ექსპერიმენტის მსვლელობისაც სპეციალისტებმა ელექტრული დენის საშუალებით ჩაწერეს ატომზე ინფორმაცია. იმსათვის, რომ ტექნოლოგიის მუშაობა გამოეცადათ მათ სპეციალური მიკროსკოპი გამოიყენეს, რომელიც 1986 წელს IBM-ის ლაბორატორიაში შეიქმნა და მისმა შემქმელმა ჰერდ კარლ ბინინგმა ნობელის პრემიაც კი მიიღო ფიზიკაში.

ადრე მკვლევარებს შეეძლოთ 3-12 ატომისგან შედგენილ სტრუქტურაში ინფორმაციის შენახვა. ლუტცის გუნდმა დაამტკიცა, რომ ერთ ატომის მქონე მედიაც საიმედოდ ინახავს ინფორმაციას დიდი დროის განმავლობაში.

ამის გარდა მკვლევარებმა შეძლეს დამოუკიდებლად და ერთდროულად ჩაეწერათ და წაეკითათ ინფორმაცია ორი ატომიდან, რომლებიც ერთმანეთისგან ნანომეტრის მანძილზე იყვნენ დაშორებული. შემდეგი ნაბიჯი მედიაში ატომების სტაბილური განლაგება იქნება, რაც რამდენიმე უჯრედის მქონე სთორიჯის შექმნისთვისაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ივლისში ჰოლანდიაში, დელფტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა რევოლუციური მყარი დისკი შექმნეს, რომელშიც მეხსიერების ცალკეული უჯრედის ზომაც ასევე ერთი ატომია.

VIANature
  • ტეგები
  • IBM
წინა სტატიაBitcoin-ის კურსი 16%-ით დაეცა ბირჟის შექმნაზე უარის მიღების გამო
შემდეგი სტატიაTelegram-ში აუდიო ზარები იქნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი