Telegram მესინჯერში ხმოვანი შეტყობინებების ფუნქცია დაემატება. მართლაც ამის შესაძლებლობა უკვე სატესტო რეჟიმში აპლიკაციის ბეტა რელიზშია განხორციელებული.

აუდიო ზარები თითქმის ყველა პოპულარულ მესინჯერს აქვს, როგორებიცაა WhatApp, Viber და Facebook Messenger. მალე მათ რიცხვს სრულყოფილად შეუერთდება Telegram.

ფუნქცია ჯერ-ჯერობით მხოლოდ აპლიკაციის ბეტა ვერსიაშია ხელმისაწვდომი. ტესტირებისთვის რა თქმა უნდა ცალკე სერვერი გამოიყენება და სიახლით ადრეულ ეტაპზე სარგებლობის მსურველებს ხელახალი რეგისტრაციის გავლა მოუწევთ.

დეველოპერები ამბობენ, რომ შესაძლებელი იქნება კონტაქტების სიის განსაზღვრა ვისაც თქვენთან აუდიო ზარის განხორციელება შეეძლებათ და ასევე შესაძლებელი იქნება ზარების საერთოდ გმორთვაც.

წინა სტატიაIBM-მა ინფორმაციის ერთ ატომში შენახვა შეძლო
შემდეგი სტატიაGoogle-მა ბავშვების გაკონტროლების სერვისი წარმოადგინა Android-ზე

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი