უმსხვილესი შვეიცარიული მაჯის საათების მწარმოებელი აპირებს სმარტ-საათებისთვის საკუთარი საოპერაციო სისტემა წარმოადგინოს. დეველოპერები თვლიან, რომ მათი საოპერაციო სისტემა კოპანიას საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიოს Google-სა და Appleს. Bloomberg-თან ინტერვიუში კომპანიის დირექტორმა ნიკ ჰაიეკმა თქვა, რომ საფირმო საოპერაციო სისტემა უფრო ეფექტური იქნება ენერგომოხმარების და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჰაიეკმა ასევე თქვა, რომ ბაზრის მომავალი განვითარება მხოლოდ საკუთარი საოპერაციო სისტემით არის შესაძლებელი.

მან ასევე თქვა, რომ Swatch OS უკვე შემოუშავების პროცესშია და ასზე მეტმა კომპანიამ უკვე გამოთქვა ინტერესი ახალი პლატფორმის მიმართ. მიუხედავად ამისა ზოგიერთი სპეციალისტები ამ ჩანაფიქრს სკეპტიკურად უყურებენ, რადგანაც Android Wear და watchOS-თან კონკურენცია ძალიან რთულია თუ გავითვალისწინებთ აპლიკაციების სიმრავლეს და სხვა და სხვა მწარმოებლების მიერ გამოშვებულ მოწყობილობებს.

მოსალოდნელია, რომ უვკე 2018 წლის ბოლოსკენ Swatch-ის დეველოპერები პირველ მოდელს შემოგვთავაზებენ საფირმო საოპერაციო სისტემით, რომელიც Tissot ბრენდის სახელით გამოვა.

წინა სტატიაYouTube ვიდეო რგოლების ანოტაციებზე ამბობს უარს
შემდეგი სტატიაLineage OS – მილიონზე მეტ მოწყობილობაზეა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი