ვიდეო-ჰოსტინგი YouTube-ში გადაწყვიტეს, რომ განთავსებულ ვიდეოებზე არ უნდა იყოს ტექსტისა და ბმულების დადების ფუნქცია. ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა მული სალემმა განაცხადა.

მომხმარებლები ვერ შეძლებენ ახალი ანოტაციების დამატებას უკვე მიმდინარე წლის 2 მაისიდან, ხოლო უკვე არსებული ანოტაციების შეცვლა შეუძლებელი გახდება.

სალემმა დააზუსტა, რომ ამის მიზეზი მათი მობილურ მოწყობილობებზე მიუწვდომლობაა. ამის გარდა მომხმარებლები საშუალოდ 12-დან მხოლოდ ერთით სარგებლობენ. ეს სერვისი 2008 წელს გაეშვა და მისი საშუალებით ვიდეოზე ტექსტის, ღილაკების და ბმულების დადება იყო შესაძლებელი. ამის ნაცვლად YouTube რეკომენდაციას უწევს კარნახის სისტემას და ვიდეოს ბოლოში რეკლამას, რომლებზეც შესაძლებელია სხვა ვიდეოებზე ბმულების განთავსება.

წინა სტატიაბიტკასტი – ეპიზოდი 3
შემდეგი სტატიაSwathch საკუთარ საოპერაციო სისტემაზე მუშაობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი