გასული წლის დასასრულს კომპანია Cyanogen-ის მიერ CyanogenMod-ის დეველოპემნტი შეწყდა და პროექტის სახელი Lineage OS-ზე შეიცვლა, რომელიც უკვე დამოუკიდებლად ვითარდება. პირველი ოფიციალური ანაწყობები იანვრის ბოლოში გამოვიდა, ხოლო თებერვლის ბოლოსკენ გადმოწერების რაოდენობამ 445 ათასს გადააჭარბა. ახლა უკვე რელიზიდან ორ თვეში Lineage OS-მა მილიონიანი ზღვარი გადალახა.
ყველაზე პოპულარული მოწყობილობა მოხმარებლებს შორის ჯერ-ჯერობით OnePlus One არის. მეორე ადგილზე გადის OnePlus 3 და OnePlus 3T, ხოლო მესამე მოწყობილობა Galaxy S3-ის საერთაშორისო ვერსიაა. აღასანიშნავია ისიც, რომ მხარდაჭერილი მოწყობილობების სიამ ათასს გადააჭარბა და რეგულარულად მატულობს.