Fallout 4-ის VR ვერსია ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსდა, თუმცა დღემდე უცნობი იყო ამ პროექტის დამატებითი დეტალები.

ახალი ინფორმაცია Bethesda Softworks-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა პიტ ჰაინსმა გაახმაურა.

თამაშის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება და მისი დემონსტრაცია E3 2017 არის დაგეგმილი. ჰაინსმა ასევე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ტოდ ჰოვარდის სიტყვრბიც გაიმეორა, რომელმაც უკვე ნახა პროდუქტი და მისით ღფრთოვანებული დარჩა.

“Fallout 4 VR არის ყველაზწ განსაკუთრებული რამ, რაც კი ცხოვრებაში მინახავს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ თუ რამდენად მაგარია VR-ში თამაში და რამდენად რეალისტურად გამოიყურება ყველაფერი. თამაში თავს აგხდით და ეს ყველაზე გიჟური რამ იქნება მათ შორის, რაც გინახავთ” ამბობს ტოდ ჰოვარდი.

რაც შეეხბა თავად პიტ ჰაინსს ის დარწმუნებული არ არის VR ტექნოლოგიის რევოლუციურობაში. კს მკზეზი სავარაუდოდ პიტის ჯანმრთელობაა, რომელიც ვირტუალური რეალობით სრულად სარგებლობის საშუალებას არ აძლევს.

“მე ვთვლი, რომ VR ვერასოდეს ჩაანაცვლებს სტანდარტულ გეიმინგს. როცა მე ვთამაშობ რამეს ჩემის ცოლს უუვარა ამის ყურება და თუ მე ჩაფხუტით ვითამაშებ მას ეს არ მოეწონება” ამბობს ჰაინსი.

Fallout 4 VR ამ ეტაოზე მხოლოდ HTC Vive ჩაფხუტისთვის მუშავდება და უცნობია იქნება თუ არა სხვა გარნიტურების მხარდაჭერა.

წინა სტატიაGoogle Android O – პირველი ბეტა
შემდეგი სტატიაAndroid-ის განახლებები უფრო სწრაფად გამოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი