ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც Android საოპერაციო სისტემას აქვს ძლიერი ფრაგმენტაციაა. კომპანია Google-მა უკვე გამოუშვა Android O-ს პირველი ბეტა, ხოლო Android Nougat-ის გავრცელება მხოლოდ 3%-უა და ეს გამოშვებიდან 7 თვის მერე. მწარმოებლები არათუ არ ჩქარობენ თავიანთი სმარტფონების განახლებას, არამედ საერთოდ არ ფიქრობენ მსგავს რამეზე. ეს პრობლემა განსაკუთრებით ბიუჯეტურ მოწყობილობებზე იგრძნობა. ამის გარდა კომპანიები, რომელბიც ყოველთვიურ უსაფრთხოების განახლებას აკეთებენ Google-ის ნაცვლად თითზე ჩამოსთვლელია. Google-ის მონაცემებთი 2016 წელს პრაქტიკულად ნახევარზე მეტი 1,4 მილიარდი Android მოწყობილობა არ განახლებულა უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა საძიებო გიგანტი ამ მდგომარეობის გამოსწორებას წელსვე გვპირდება.
მიმდინარე დროისთვის რეგულარულ და დროულ განახლებებს Nexus და Pixel მოწყობილობები იღებენ, რომელთა განახლებაზეც თვით Google-ია პასუხისმგებელი. როგორც Android-ის ერთ ერთმა ხელმძღვანელმა უსაფრთხოების საკითხებში ადრიან ლუდვიგმა თქვა, წელს ისინი აპირებენ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ მწარმოებლებთან და დაეხმარებიან მნიშვნელოვანი განახლებების გამოშვებაში.
“2016 წლის ბოლოს მდგომარეობით ჩრდილოეთ ამერიკაში 78%-ზე მეტმა ფლაგმანმა მიიღო უსაფრთხოების აქტუალური განახლებები” აღნიშნა ადრიან ლუდვიგმა.
Google ასევე გაურმარტივებს მწრამოებელებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესს საფირმო მოწყობილობებზე, რომელიც ე. წ. A/B განახლებებს გულისხმობს რითაც ტელეფონის მწყობრიდან გამოსვლა ხდება გამორიცხული პატჩის დაყენების შემდეგ. ეს ასევე საშუალებას მისცემს ასევე შემცირდეს უსაფრთხოების განახლების ზომა, რაც ჩამოსატვირთი ფაილის ზომას შეამცირებს და მომხმარებელს არ მოუწევს ყოველ ჯერზე სისტემისთვის ნებართვის მიცემა განახლებების დაყენების მოთხოვნაზე.
Google-მა ასევე ზოგიერთი სტატისტიკური ინფორმაციაც გააზიარა:
- 0,016% აპლიკაციებისა შეიცავს “ტროას ცხენებს” – რაც 51,5%-ით ნაკლებია 2015 წელთან შედარებით.
- 0,003% შეიცავენ მავნე ჩამტვირთებს – რაც -ით ნაკლებია 2015 წელთან შედარებით.
- 0,003% დაყენებული მოწყობილობებისა შეიცავს მოწყვლადობების – რაც 30,5%-ით ნაკლებია 2015 წელთან შედარებით.
- 0,0018% არის ფიშინგ შეტევის წყარო – რაც 73,4%-ით ნაკლებია 2015 წელთან შედარებით.
ასეთი შედეგები მიღწეული იქნა იმით, რომ 2016 წელს Google Play-ში აპლიკაციები 750 მილიონჯერ დასკანირდა, როცა 2015 წელს შემოწმებების რაოდენობა მხოლოდ 450 მილიონი იყო.