კომპანია TP-Link-მა ორ-დიაპაზონიანი მაღალი სიმძლავრის Wi-Fi USB ადაპტერი წარმოადგინა. მოწყობილობის საშუალებით ნოუთბუქებზე და პერსონალურ კომპიუტერებზე შესაძლებელი ხდება ორ-დიაპაზონიანი AC1900 სტანდარტის ქსელის სრული უპირატესობებით სარგებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამისთვის თქვენ თანამედროვე როუტერის ქონა მოგიწევთ, რომელსაც აღნიშნული სტანდარტის მხარდაჭერა აქვს. ადაპტერი აღჭურვილია ოთხი ანტიენით, რომელიც სტაბილურ კავშირს უზრუნველყოფს თუნდაც მაშინ, როცა როუტერი სხვა სართულზეა მოთავსებული.

Archer T9UH შეუძლია იმუშაოს ორიდან ერთ დიაპაზონში: 5 გჰც. არხი რეკომენდებულია ონლაინ თამაშებისთვის და HD ვიდეო სტრიმინგისთვის, ხოლო 2,4 გჰც. არხი ჩვეულებრივი ინტერნეტისთვის და ვიდეოკონფერენციებისთვის. ადაპტერს შეუძლია მონაცემები 600 მეგაბიტამდე წამში გადასცეს 2,4 გჰც-ზე, ხოლო 5 გჰც-ზე მას 1300 მეგაბიტამდეც შეუძლია მუშაობა.

მოწყობილობას აქვს Beamforming ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც უფრო მძლავრ და სწრაფ კავშირს ამყარებს ამავე ტექნოლოგიის მქონე მარშრუტიზატორებთან დიდ მანძილებზე. მოწყობილობა თავსებადია Windows XP,7,8,8.1,10, Linux, Mac OSX საოპერაციო სისტემებთან. ადაპტერი კომპიუტერს სპეციალური დოკ-სადგურის ან პირდაპირ USB კაბელის საშუალებით უერთდება.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here