Android პირველად გახდა უფრო პოპულარული საოპერაციო სისტემა ინტერნეტის მომხმარებლებისთვის ვიდრე Windows, რის შესახებაც კომპანია StatCounter გვატყობინებს.

2017 წლის მარტში Android-ის წილი იმ მოწყობილობებს შორის, რომლებსაც ინტერნეტში წვდომა აქვთ 37,93% გახდა, როცა Windows-ის წილი 37,9%-ია. iOS და OSX-ზე მომხმარებლების 13,9% და 5,17% მოდის შესაბამისად.

შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ტექნოლოგიების განვითარების ისტორიაში კიდევ ერთი კრიტიკული წერტილი დაფიქსირდა, რაც Microsoft-ის ლიდერობას კიდევ უფრო აყენებს ეჭვის ქვეშ, რომელსაც კომპანია 1980-იანი წლებიდან ინარჩუნებდა.

“ეს დიდი წარმატებაა Android-ისთვის, რომლის წილიც 5 წლის წინ მხოლოდ 2,4% იყო ინტერნეტის მომხმარებლებს შორის” – ამბობს StatCounter-ის ხელმძღვანელი ოდჰან კალენი (Aodhan Cullen).

მისი სიტყვებით ლიდერის ცვლილება მობილური მოწყობილობების რაოდენობის გაზრდამ და პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების შემცირებამ გამოიწვია. ამავდროულად StatCounter-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Windows ჯერ კიდევ ლიდერია კომპიუტერებისა და ნოუთბუქების მომხმარებლებს შორის და ღირსეული 84% უჭირავს.

წყაროStatCounter
წინა სტატიაშემდეგი თაობის RAM ორჯერ სწრაფი იქნება
შემდეგი სტატიამეკობრეებმა Denuvo-თი დაცული Mass Effect: Andromeda-ს გატეხვა შეძლეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი