DDR5 – შემდეგი თაობის ოპერატიული მეხსიერებაა, რომელიც DDR4-ის მაჩვენებლებს გააორმაგებს. ორგანიზაცია JEDEC, რომელიც კომპიუტერის მეხსიერების სტანდარტიზაციას უზრუნველყოფს DDR5 სპეციაფიკაციას 2018 წლის ბოლოსკენ დაამტკიცებს. ისინი ამბობენ, რომ DDR5 “გააორმაგებს სისწრაფეს და მოცულობას DDR4-თან მიმართებაში” და ექნება გაუმჯობესებული ენერგომოხმარება. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტი 2018 წელს გამოვა მისი წარმოება სავარაუდოდ 2020 წლამდე გაჭიანურდება.

მიმდინარე სტანდარტი DDR4 – 2012 წელს დამტკიცდა, მაგრამ პროდუქცია მაღაზიების დახლებზე მხოლოდ 2015 წელს გამოჩნდა, რადგანაც პროცესორები და ჩიპსეტების განახლებები მისი მხარდაჭერით მოგვიანებით გამოვიდა. იმედია DDR5-ის შემთხვევაში უფრო ნაკლები დრო იქნება საჭირო სტანდარტის საბოლოო რეალიზაციისთვის.

წინა სტატიაiOS 10.3.1-ში დაბრუნდა 32-ბიტიანი აპლიკაციების მხარდაჭერა
შემდეგი სტატიაAndroid-მა უკვე აჯობა Windows-ს ინტერნეტ მომხმარებლებში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი