კიდევ ერთი ჰიტი, რომელიც Denuvo-თი იყო დაცული არალეგალური კოპირებისგან უძლური აღმოჩნდა ჰაკერების წინააღმდეგ. ცნობილმა გუნდმა Conspiracy მოახერხა Mass Effect: Andromeda-ს გატეხვა და DRM დაცვლის ნეიტრალიზება რელიზიდან სულ რაღაც ერთ კვირაში.

უცნობია კონკრეტულად რომელი ვერსიის Denuvo გამოიყენება MassEffect: Andromeda-ში მაგრამ არის ალბათობა, რომ ახლა უკვე BioWare იტყვის უარს DRM დაცვის მექანიზმებზე მათი არაეფექტურობის გამო და მას უახლოეს განახლებებში გათიშავს საერთოდ ისევე, როგორც ეს თავის დროზე DOOM და INSIDE-ში მოხდა. შეგახსენებთ, რომ Denuvo-ს გატეხვის რეკორდი Resident Evil 7-ის ჰაკერებს ეკუთვნის, რომლებმაც დაცვა 5 დღეში დაამარცხეს.

MassEffect: Andromeda-ს რელიზი 21 მარტს შედგა PC და მიმდინარე თაობის კონსოლებზე. თამაშის სიუჟეტი ირმის ნახტომის გალაქტიკის კოლონისტების ისტორიას აღწერს, რომლებმაც ანდრომედას გალაქტიკის დაპყრობა განიზრახეს და იქ ცხოვრებისთვის ვარგის პლანეტებს ეძებენ.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი