რომელია საუკეთესო SSD?

920

თითქმის ყველა SSD დისკი, რომლის ყიდვაც დღეს არის შესაძლებელი საკმაოდ კარგია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი უკეთესია სხვა დანარჩენებზე. თუ თქვენ SATA SSD-ის ყიდვა გადაწყვიტეთ ჩემი რჩევა იქნება შეიძინოთ 500 გიგაბაიტიანი Samsung 850 EVO – თუნდაც მაშინ, როცა უკვე მისი გამოსვლიდან ორი წელი გავიდა. 850 EVO არ არის ყველაზე ჩქარი SATA SSD რომლის შეძენაც შეიძლება, მაგრამ ის ძალიან ახლოსაა ამ მაჩვენებელთან. უფრო მნიშვნელოვანია ფასის, წარმადობის და მოცულობის შეფარდება. მოწყობილობა ხელმისაწვდომია 2.5 დიუმიანი mSATA და M.2 SATA ფორმ-ფაქტორებში, რისი წყალობითაც ის ნებისმიერ კომპიუტერს მოერგება.

თქვენ უნდა იყიდოთ 500 გიგაბაიტიანი Samsung 850 EVO იმ შემთხვევაში თუ გაქვთ კომპიუტერი, რომელიც უკვე სამი წლის მაინც არის და მით უმეტეს თუ მასში ტრადიციული მყარი დისკი გიყენიათ. რა თქმა უნდა ეს ნაბიჯი გამართლებულია მაშინ, როდესაც ამ კომპიუტერით კიდევ რამდენიმე წელი აპირებთ სარგებლობას და მიუხედავად ამისა SSD დისკი თქვენს შემდეგ კომპიუტერსაც კი გამოადგება თუ უფრო მოკლე ვადაში შეიცვლით მანქანას.

თუ თქვენს კომპიუტერს უკვე აქვს SSD დისკი ერთადერთი მიზეზი დამატებითი SSD დისკის შესაძენად თავისუფალი სივრცის არქონაა. თქვენ ვერ შეიგრძნობთ განსხვავებას ორ SSD-ს შორის თუ არ დაიწყებთ გიგანტური ფაილების კოპირებას და არ დააკვირდებით განსხვავებას წამებში, რომელიც სინამდვილეში არც ისე დიდი იქნება.

M.2 PCIe SSD

ყიდვამდე უნდა დაფიქრდეთ თუ როგორი SSD გჭირდებათ. კომპიუტერების უმრავლესობას ჯერ კიდევ აქვს 2.5 დიუმიანი SATA სლოტი, მაგრამ ეს ფორმ-ფაქტორი ნაკლებად პოპულარულია ჰაი-ენდ ლეპტოპებში და უკვე M.2 SATA პორტებითა და PCIe SSD-ებით არის ჩანაცვლებული. თითქმის ყველა სამაგიდო კომპიუტერს ჯერ კიდევ აქვს 2.5 დიუმიანი SATA-ს მხარდაჭერა და ახალ დედაპლატებზე ასევე გამოჩნდა M.2 პორტები. mSATA მხოლოდ რამდენიმე წლის წინ იყო აქტუალური და ახალ კომპიუტერებში ის უკვე აღარ გვხვდება.

იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ ჩვენი ლეპტოპის პარამეტრებში, შეამოწმეთ მწარმოებლის საიტზე კომპიუტერის ტექნიკური მონაცემები ან გამოიყენეთ Crucial-ის upgrade advisor ინსტრუმენტი, რომ გაარკვიოთ თუ, რომელ პორტს იყენებს თქვენი კომპიუტერი.

თითქმის შეუძლებელია ცუდი SSD-ის შეძენა, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი მოწყობილობა და უკმაყოფილო არ დარჩებთი, მაგრამ შესაძლებელია ზედმეტიც კი გადაიხადოთ ან არასაკმარისად სწრაფი SSD მიიღოთ გადახდილ თანხასთან მიმართებაში. როცა დისკს ყიდულობთ დარწმუნდით, რომ ყიდვისას სწორი ფორმ-ფაქტორი შეარჩიეთ, რადგანაც ძალიან ბევრი მოდელი ხელმისაწვდომია, როგორც 2.5 დიუმიანი ასევე M.2 SATA ზომებში.

როცა გვინდა ლეპტოპის ან დესკტოპის პირველადი დისკის განახლება M.2 PCIE სლოტების გარეშე ჩვენ უნდა ავიღოთ Samsung 850 EVO, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია M.2 SATA და mSATA პორტებისთვისაც. 850 EVO სწრაფია, იაფია და საიმედოა და რაც მთავარია, მას აწარმოებს კომპანია, რომელიც საკუთარ SSD კონტროლერებს უშვებს, პროგრამულ უზრუნველყოფასაც და NAND მეხსიერებას, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტის ყველა დეტალი ერთსა და იმავე ქარხანაშია შექმნილი. Samsung-მა შემქნა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო SSD დისკები ბოლო ხუთი თაობის განმავლობაში და არც ერთხელ არ ქონია ჩავარდანა. 850 EVO არ არის ყველაზე იაფი SSD, მაგრამ ის საუკეთესოებს შორის არის იაფი და უკვე ორი წელია ლიდერია ფასი ხარისხის თანაფარდობით, აქვს აპარატული დაშიფრვა და იმდენად საიმედოა, რომ აქვს  ხუთ წლიანი გარანტია.

850 EVO იყენებს 3D TLC NAND მეხსიერებას, რომელიც გაცილებით მეტი ჩაწერის ციკლებზეა გათვლილი ვიდრე მისი წინამორბედი მოდელი 840 EVO.

თუ Samsung 580 EVO თქვენთვის ძალიან ძვირია ან გინდათ 1 ტერაბაიტიანი საცავი, გირჩევთ Crucial MX300 შეიძინოთ. 525 გიგაბაიტიანი MX300 25%-ით უფრო იაფია ვიდრე 500 გიგაბაიტიანი 850 EVO და 1 ტერაბაიტიანი ვერსია კი 20%-ით იაფად მოგივათ Samsung-ის შესაბამის მოდელთან შედეარებით. Samsung მაინც ჯობია ბევრი პარამეტრით, მაგრამ Crucial MX300 ძალიან ახლოსაა მასთან.

თუ ერთი და იგივე ზომის დისკებს შეადარებთ MX300 ოდნავ ნელია ვიდრე 850 EVO უმრავლესობა ტესტებში. ეს იმიტომ ხდება, რომ Samsung იყენებს უკეთეს, უფრო ძვირადღირებულ კომპონენტებს, როგორიცაა 8-არხიანი კონტროლერი და მეტი NAND მოდულები, უკეთესი პარალელიზაცისსთვის. მაგრამ MX300 უფრო დინამიური ჩაწერის აჩქარება აქვს და ქეშირების ალგორითმი, რომელიც Samsung-ის TurboWrite-ს უახლოვდება, რაც უფრო დიდ ბუფერს ქმნის და დრაივის სიჩქარეს საგრძნობლად ზრდის. უმრავლესობა მომხმარებლებისთვის სიჩქარის სხვაობა შეუმჩნეველი დარჩება.

თუ თქვენ ვიდეო რედაქტირებით ხართ დაკავებული ან 3D მოდელირებას აკეთებთ, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ დისკები, რომლებიც დიდი ზომის ფაილების გაცილებით სწრაფად დამუშავებას შეძლებენ. ამ შემთხვევაში Samsung 960 Pro საუკეთესო არჩევანი იქნება. ტესტებმა აჩვენა, რომ M.2 PCIe SSD 4-ჯერ უფრო სრაფია ჩაწერაშიდ და 7-ჯერ უფრო სწრაფად კითხულობს, ვიდრე 850 EVO/Pro. ეს არჩევანი უმრავლესობისთვის მეტისმეტი იქნებოდა, რადგანაც საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელი მაინც ვერ შეამჩნევს ამ განსხვავებას სიჩქარეში და ზედმეტი 150 დოლარის გადახდა მოუწევს. თუ თქვენ ძალიან გჭირდებათ დამატებითი სიჩქარე M.2 PCIe SSD-სგან, მაშინ Samsung 960 Pro საუკეთესო არჩევანია, რომელიც დღეისათვის არის ხელმისაწვდომი იგივე საიმედოობის დონითა და ხუთ წლიანი გარანტიით.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here