გასულ წელს Galaxy Note 7-მა სრული კრახი განიცადა აკუმლატორის აალებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. კომპანიის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა მომხდარის ყველა მიზეზი გამოავლინა და ახლა უკვე მისი ხელახალი გაშვებისთვის ემზადებიან. ფოტოგრაფიებზე გამოჩნდა თავიან აწყობილი გაჯეტი, რომლეზეც ჩანს, რომ მოწყობილობა მიიღებს ორიგინალური Galaxy Note-ის კომპონენტებს გარდა აკუმლატორისა, რომელიც 3 500 მილიამპერის ნაცვლად 3 200 იქნება.
15 ვატიანი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია გადამუშავებულ ვერსიაშიც იქნა შენარჩუნებული.
განახლებულია Android საოპერაციო სისტემაც და ახლა უკვე მასზე 7.0 Nougat იქნება დაყენებული. დანარჩენი ტექნიკური მახასიათებლები უცვლელი დარჩა.
სმარტპედის დაბრუნებამდე Samsung-ს მოუწევს გარკვეული ქვეყნების მთავრობებთან მოლაპარაკებების გამართვა. გაყიდვების განახლების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.