დიდი ხნის ნანატრი ფლაგმანის, Xiaomi Mi6-ის პრეზენტაცია ხვალ შედგება. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლება სოციალურ ქსელ Weibo-ში გვამცნობეს. სმარტფონის წინა პანელის სურათები დღეს ხელმისაწვდომი გახდა. ფოტოებიდან ირკვევა, რომ ფლაგმანი მინიმუმ ორ ფერში იქნება ხელმისაწვდომი, ესენია: შავი და თეთრი.

გარდა ამისა, სურათებიდან ირკვევა, რომ Mi6-ს სავარაუდოდ ექნება თვალის ბადურის სკანერი, რომელიც მოტავსებული იქნება დინამიკსა და წინა კამერის ობიექტივს შორის. სავარაუდოდ, რომ მას შეეძლება მოწყობილობის განბლოკვა.

Xiaomi Mi6 არა მხოლოდ ფოტოებზე გამოჩენილა. ჩინელი მწარმოებლების ახალი სმარტფონი გამოჩნდა და პოპულარულია  AnTuTu-ზე. მოწყობილობის ყველა ტესტი გავლილია კოდური სახელით Sagit.

მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ახალი ფლაგმანი აღჭურვილია Qualcomm Snapdragon 835 პროცესორით, აქვს 4გბ ოპერატიული მეხსიერება, შიდა მეხსიერება აქვს 64გბ, კამერები კი – 12 და 8მპ-იანი. სმარტფონი იმუშავებს ოპერაციულ სისტემაზე Android 7.1.1. გარდა ამისა, ბაზარზე ველოდებით Xiaomi-ის მოწინავე ვერსიას, რომელსაც ექნება 6გბ ოპერატიული მეხსიერება და 128გბ შიდა მეხსიერება.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ფლაგმანი დაანონსდება ხვალ. სავარაუდოდ, Xiaomi Mi6-ის ფასი იქნება 3 199იუანი (დაახლოებით 463$) და 3 999იუანი (579$) მოწყობილობის მონაცემების შესაბამისად.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here