Apple-მა შვეიცარიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის შინაარსიც Swatch-ის საათების მწარმოებელს ეხება, რომლებმაც სლოგანი “Tick Different” (იწიკწიკე განსხვავებულად) გამოიყენეს. ამერიკული კომპანიის აზრით ეს სლოგანი აზრობრივად და ვერბალურადაც ჟღერს, როგორც “Think Different” (იფიქრე განსხვავებულად), რომელსაც Apple 90-იან წლებში იყენებდა.
სარჩლი ფედერაციულ ადმინისტრაციულ სასამართლოში აპრილის დასაწყისში შევიდა. აქამდე Apple-მა შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერაციულ ინსტიტუტს მიმართა, რომელმაც მათი განაცხადი არ მიიღეს.
სლოგანს “Tick Different” შვეიცარიული Swatch Bellmay-ს რეკლამაში იყენებს, რომელსაც უკონტაქტო გადახდების მხარდაჭერა აქვს NFC-ის საშუალებით. სასამართლოს მოსაგებად Apple-მა უნდა დაამტკიცოს, რომ Swatch-ის მიერ გამოყენებული ფრაზა ასოციაციებს იწვევს Apple-ის პროდუქციასთან შვეიცარიელი მომხმარებლების მინიმუმ 50%-თვის.
Swatch-ის გენერალური დირექტორი ნიკ ჰაიეკი (Nick Hayek) Apple-ის ბრალდებებს უარყოფს. ის ამბობს, რომ სლოგანი “Tick Different” თავის დასაწყისს 80-იან წლებში იღებს, როცა Swatch-მა სარეკლამო აქცია “Always different, always new” (მუდამ განსხვავებული, მუდამ ახალი) გამართა. ნებისმიერი მსგავსება Apple-ის სლოგანთან შემთხვევითია, ხაზგასმით ამბობს ჰაიეკი.
სლოგანი “Think Different” შეიქმნა TBWAChiatDay სარეკლამო სააგენტოს მიერ 1997 წელს სპეციალურად Apple-ისათვის. ფრაზა ითვლებოდა პასუხად IBM-ის სარეკლამო კამპანიაზე, რომელსაც “Think” (იფიქრე) ერქვა. სლოგანი “Think Different” სატელევიზიო და ბეჭდვით რეკლამაში 2002 წლამდე გამოიყენებოდა.
Swatch არაერთხელ დაადანაშაულეს Apple-თან დაკავშირებული სლოგანების გამოყენებაში. 2005 წელს მწარმოებელმა ფრაზე “One more thing” (კიდევ ერთი ნივთი) დააპატენტა, რომელსაც Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი იყენებდა თავისი პროდუქტების პრეზენტაციებში.
ამის გარდა Swatch-მა Apple-ის iWatch ბრენდის წინააღმდეგაც გაილაშქრა, რომელიც თავის მსგავსი სახელის მქონე iSwatch საათს დაუკავშირა. შედეგად Apple-ის საათებმა Apple Watch სახელწოდება მიიღეს.