ბოლო დროს, აპლიკაციების და მოწყობილობების შემქმნელები თავიანთ პროდუქტში ამატებენ ნაცრისფერ ფილტრს, ღამის რეჟიმს ან ბნელ თემას. ყველა ამ ფუნქციის მიზანია შეამციროს თვალზე დატვირთვა, განსაკუთრებით კი ღამის საათებში დგება ამის საჭიროება. აღმოჩნდა რომ მუქი ფერის თემა აქვს Youtube-ის სამაგიდო ვერსიასაც. აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქცია მხოლოდ ბრაუზერშია ხელმისაწვდომი და მობილურ ვერსიაზე ვერ გავაააქტიურებთ. იხილეთ მოკლე ინსტრუქცია, როგორ გავააქტიუროთ YouTube-ის ეს ფუნქცია.

მუქი თემის აქტივაციისთვის მიჰყევით ინსტრუქციას:

  1. Chrome-ში გახსენით დეველოპერის ინსტრუმენტები (Windows: Ctrl + Shift + I; macOS: Option + Command + I)
  2. აირჩიეთ ჩანართი “კონსოლი” და დააწკაპუნეთ
  3. კონსოლში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება და დააჭირეთ Enter-ს: document.cookie=”VISITOR_INFO1_LIVE=fPQ4jCL6EiE; path=/
  4. თუ არ იმუშავა, სცადეთ მეორე ბრძანება: document.cookie=”VISITOR_INFO1_LIVE=fPQ4jCL6EiE”
  5. დახურეთ დეველოპერის ინსტრუმენტები და განაახლეთ გვერდი
  6. YouTube-ის თქვენი ექაუნთიდან გამოდით და თავიდან შედით
  7. დააჭირეთ პროფილის ხატულას და გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ ბნელი თემა

თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, YouTube “გადაიღებება” მუქ ფერებში.

წინა სტატიასერვისი Google Earth მნიშვნელოვნად განახლდება
შემდეგი სტატიანახეთ, როგორ ადევნებს თვალს ESA 2 მილიონი ვარსკვლავის მოძრაობას

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი