ამ დღეებში Google-მა გვამცნობა Google Earth-ის განახლების შესახებ. ორწლიანი მუშაობის შემდეგ პროგრამის ახალი ვერსია ხელმისაწვდომი გახდა Android-ის მომხმარებლებისათვის და ბრაუზერ Chrome-ში დასათვალიერებლად. რთული სამუშაოების შემდეგ, შემქმნელებმა შემოგვთავაზეს ფუნქციები, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვისარგებლოთ 3D რუკებით, დავათვალიეროთ ღირსშესანიშნაობები და ვიმოგზაუროთ ინტერაქტიული ექსკურსიით მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

ინტერაქტიული ექსკურსიის პროექტის შემუშავებისას სერვის Google Earth-ს დაეხმარნენ მეცნიერები, ისტორიკოსები, მოგზაურები და ექსპერტები. მათი დახმარებით შევძლებთ მეტი გავიგოთ მსოფლიოს შესახებ. კომპანია გვაუწყებს, რომ ახალი განყოფილება “Voyager” გვთავაზობს 50-ზე მეტ ტურს. მათ შორისაა ტანზანიის ნაციონალურ პარკში მოგზაურობა, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი ექსპერტი ვალერი ჯეინ მორის გუდოლი და მისი ჯგუფი.

გარდა ამისა, ვირტუალურ ტურისტებს შეეძლებათ ვიდეომოგზაურობა ექვს სხვადასხვა გარეული ცხოველების საცხოვრებელ ადგილას. პროექტი შემოგვთავაზა ტელეარხმა BBC Earth. ყველაზე პატარა მომხმარებლებისთვის შემქმნელებმა შემოგვთავაზეს მოგზაურობა მექსიკაში, სადაც ბავშვები გაეცნობიან მაიას ცივილიზაციის უძველეს ნამოსახლარს. მათ მეგზურობას გაუწევს “სეზამის ქუჩის” პერსონაჟი ლოლა.

Google Earth-ში დაემატა ღილაკი ” I’m Feeling Lucky”, რომელზე დაჭერისას მომხმარებელი შეიძლება ნებისმიერ შემთხვევით შერჩეულ ტერიტორიაზე აღმოჩნდეს. ეს შეიძლება იყოს, როგორც იტალიის საოპერო თეატრი ან იაპონიის ცხელი წერტილები. გარდა ამისა, აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს ფრინველთა ფრენის სიმაღლიდან დავათვალიეროთ მთელი მსოფლიო.

Google Earth-ის ახალი ვერსია Chrome-სთვის ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით ხუთ დღეში. ანდროიდის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ ახალი სერვისებით. მოსალოდნელია, რომ განახლებული აპლიკაცია მალე გახდება ხელმისაწვდომი iOS-ის მომხმარებლებისთვის და სხვა ბრაუზერებისათვის.

Google Earth
Google Earth
Developer: Google Inc.
Price: Free
  • Google Earth Screenshot
  • Google Earth Screenshot
  • Google Earth Screenshot
  • Google Earth Screenshot
  • Google Earth Screenshot
  • Google Earth Screenshot
  • Google Earth Screenshot
  • Google Earth Screenshot
  • Google Earth Screenshot
  • Google Earth Screenshot

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here