ცნობილი გახდა, რომ კორპორაცია Intel აღარ აპირებს ყოველწლიური, ტრადიციული ღონისძიების IDF-ის ჩატარებას. პირველად Intel Developer Forum 1997 წელს ჩატარდა. მაშინ მას შედარებით მცირე მასშტაბი ქონდა და კალიფორნიაში, პალმს სპრინგში ჩატარდა. უმთავრესად ფორუმი სან-ფრანცისკოში იმართებოდა და მხოლოდ რამდენიმეჯერ სხვა ქვეყნებში, მათ შორის ტოკიოში, პეკინში და მოსკოვში.

ყოველ IDF-ზე თავს იყრიდა ტექნიკოსების და სპეციალისტების დიდი რაოდენობა, რომლებიც Intel-ის პროდუქტებს განიხილავდნენ. ზოგჯერ Intel გარკვეულ სიახლეებს წარმოადგენდა, რომელსაც იმ მომენტისთვის მნიშნვნელოვნად მიიჩნევდა. დღეს უკვე კომპანიის წარმომადგნელების განცხადებით, მოვიდა დრო გაუქმდეს IDF, რადგანაც თანამშრომლების მთელი ძალისხმევა ახალი ბაზრების ათვისებას უნდა დაეთმოს, რომელიც არ არის დაკავშირებული აპარატურის წარმოებასთან. ამიტომაც ფორუმის ფრომატი არ შეესაბემება Intel-ის უმთავრესი სიახლეების ფორმატს.

კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ IDF-ის ნაცვლად სხვა ღონისძიებები გაიმართება და მათი სპექტრი უფრო ფართო იქნება, ხოლო თემატიკა გაცილებით ვიწრო. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი თუ რა ღონისძიებებს ჩაატარებს Intel მომავალში.

“შესაძლოა როცა Intel-ზე იწყება საუბარი თქვენ წარმოიდგენთ კომპანიას, რომელიც პროცესორებს აწარმოებს სამაგიდო, პორტატული და სერვერული კომპიუტერებისთვის. მაგრამ ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ მიღწეულზე, ჩვენს გუნდში არიან გამომგონებლები, მკვლევარები, რომლებიც მსოფლიოს განვითარებას განაპირობებენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიამ შეძლო გარდაქმნილიყო მსხვილ საერთაშორისო მიმწოდებლად, რომელიც კლიენტებს საგენების ინტერნეტისა და მონაცემთა დამუშავების გადაწყვეტილებებს თავაზობს. ჩვენ ვქმნით ახალ პროდუქტებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების ზღვარზე იმყოფება და ვეხმარებით კომპანიებსა და კერძო პირებს მიაღწიონ ახალ სიმაღლეებს” – ნათქვამია Intel-ის მიმართვაში.

წელს IDF უნდა ჩატარებულიყო სან-ფრანცისკოში, მაგრამ ვებ-გვერდზე ამ ღონისძიების გაუქმების შესახებ ინფორმაციას ნახავთ მხოლოდ.

Intel-ის პროდუქტების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომპანიამ განაცხადა, რომ “Intel-ს აქვს ძალიან ბევრი რესურსი აქვს გამოქვეყნებული ოფიციალურ ვებ საიტზე, მათ შორის Resource and Design Center სადაც არის დოკუმენტაცია, პროგრამული უზრუნველყოფა და ინსტრუმენტები დიზაინერებისთვის, ინჟინრებისათვის და დეველოპერებისთვის. როგორც წესი ჩვენს კლიენტებს, პარტნიორებს და ასევე დეველოპერებს შეუძლიათ პირდაპირ დაუსვან შეკითხვები Intel-ის წარმომადგენლებს”

სამწუხაროდ კომპანიის ვებ-სერვისები ყოველთვის არ არის იმდენად ამომწურავი, რომ სრულად ჩაანაცვლონ პირდაპირი ურთიერთობა ჩიპების ან სხვა გადაწყვეტილებების უშუალო შემქმნელებთან IDF-ზე. მაგრამ როგორც ჩანს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, ფორუმი დახურულია და კომპანია თავისი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.

წინა სტატიაგანახლებული Google Earth 3D ექსკურსიას გვთავაზობს
შემდეგი სტატიაUbuntu – Wayland-ზე გადავა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი