Google Home მოწყობილობა რომელიც გვიან მაგრამ მაინც შემოვიდა საშინაო AI ასისტენტების ბაზარზე უკვე Alexa-ზე მძლავრი გახდა და ოჯახის წევრებს ერთმანეთისგან ხმით ასხვავებს. ექვსამდე მომხმარებელს შეუძლია საკუთარი Google-ის ანგარიშით მიუერთდეს ერთ მოწყობილობას, შემდეგ კი მცირედი ვარჯიშის შემდეგ ასისტენტი მათ ერთმანეთისგან განასხვავებს.

სერვისის გააქტიურებისთვის განაახლეთ Google Home აპლიაკცია თქვენს სმარტფონებზე (iOS ან Android) შემდეგ მოძებნეთ ბარათი სადაც ნათქვამია “Multi-user is availabe” – თუ არ ხედავ ამ ბარათე მარჯვენა კუთხეში მოძებნეთ თქვენი მოწყობილობა. როცა იპოვით Google Home-ს უბრალოდ დაუკავშირეთ თქვენი ანგარიში და შეუდექით გავარჯიშებას.

ეს არის ის რისი გაკეთებაც ჯერ არ შეუძლია Alexas და Amazon უკვე მუშაობს ამ ფუნქციის დამატებაზე, მაგრამ თებერვალში გაჟონილი ინფორმაციის შემდეგ პროდუქტში არ გამოჩენილა მსგავსი ფუნქციონალი, თუმცა შესაძლოა ეს ძალიან მალე Alexa-მაც შეძლოს.

წინა სტატიაHafury Umax: 6-დიუმიანი სმარტფონი 70 დოლარად
შემდეგი სტატიაMicrosoft Wunderlist-ს ახალი To-Do აპლიკაციით ჩაანაცვლებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი