თუ გჭირდებათ მოწყობილობა ვებ-სერფინგისთვის, სიახლეების და წიგნების წასაკითხად, ვიდეო და ფილმების საყურებლად, ავტომობილში ნავიგაციისთვის, მაშინ ნამდვილად ღირს ყურადღება გაამახვილოთ დიდი დიაგონალის მქონე დივაისზე. მართალია ამ საქმისთვის პლანშეტიც გამოდგება, მაგრამ შეიძლება ვიხმაროთ სმარტფონიც, რომელიც სატარებლად მარტივია. კომპანია Hafury-მ, რომელიც Cubot-ის შვილობილი კომპანიია, წარმოგვიდგინა 6-დიუმიანი Umax. Umax-ის ბატარეა 4 500მა/სთ-ია, აქვს ორი SIM ბარათის მხარდაჭერა და მუშაობს Android 7.0 Nougat-ზე.
Hafury Umax აღჭურვილია უზარმაზრი 6-დიუმიანი ეკრანით, გარჩევადობით 1280×720-ზე, აქვს NTSC-ის 90%-იანი ფერთა დიაპაზონი, დაცულია 2,5D მინით. ამ ზომის ეკრანზე მოსახერხებელია, სიახლეების წაკითხვა, ვიდეოების ყურება, მუშაობა ელექტრონულ ფოსტაში. გარდა ამისა, მოსახერხებელს ხდის ერთდროულად ორ აპლიკაციაში მუშაობას. და რაც მთავარია, მუშაობს Android-ის ბოლო ვერსიაზე.
Hafury Umax-ს აქვს 4 500მა/სთ სიმძლავრის ბატარეა, რაც საკმარისია მთელი დღის განმავლობაში სმარტფონზე სტანდარტული მუშაობისთვის. დივაისის მართვა ხორციელდება სამი სენსორული ღილაკით, რომლებიც განთავსებულია ეკრანის დაბლა.
Hafury Umax-ის წარმადობაზე პასუხისმგებელია ოთხბირთვიანი პროცესორი MediaTek MT6580, აქვს გრაფიკული დამაჩქარებელი Mali-400MP და 2გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება. შიდა მეხსიერება 16გბ-იანია, აქვს microSD სლოტი. მთავარი კამერა 13 მეგაპიქსელიანია, წინა კამერა კი – 5მეგაპიქსელიანი.
Hafury Umax უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთით, 23აპრილამდე მისი ფასი $70-ია.