Microsoft Wunderlist-ს ახალი To-Do აპლიკაციით ჩაანაცვლებს

Wunderlist ევოლუციას განიცდის. ყოველი შემთხვევისთვის მას შემდეგ რაც Microsoft-მა შეიძინა აპლიკაცია არ გაუქმებულა და დღემდე ხელმისაწვდომია ყველა პლატფორმაზე. შესაძლოა ის მალე გაუქმდეს, თუმცა მანამდე კომპანიამ ახალია To-Do აპლიკაციის წინასწარი ვერსია გამოაქვეყნა.

“My Day” წარმოადგენს სუფთა და მარტივ ყოველდღიურ ორგანაიზერს, რომელშიც შეგიძლიათ დაამატოთ სიები, რომლებიც შეუსრულებელი დაგრჩათ წინა დღეებში, ასევე შეგიძლიათ გადმოიტანოთ ამოცანები წარსული და მომავალი გეგმებიდან, რომლებსაც ავტომატურად მიენიჭება პრიორიტეტები მნიშვნელობების შესაბამისად.

To-Do-ში ასევე არის შეხსენებების მოქნილი სისტემა, რომელიც შეგიძლიათ მარტივად დააყენოთ ყოველდღიური ალარმების, გარკვეულ დღეებში შეტყობინებების ან თქვენს მიერ განსაზღვრულ დროს შეგახსენებთ ამოცანის შესახებ. Wunderlis არ მიიღებს არანაირ განახლებას და დროთა განმავლობაში მომხმარებლების ახალ აპლიკაციაზე გადასვლასთან ერთად ჩაბარდება წარსულს.

აპლიკაცია მთლიანად ვერ ანაცვლებს Wunderlist-ს და სიების გაზიარების ფუნქცია ჯერ კიდევ შემუშავების პროცეშია. აპლიკაცია ძალიან მალე გამოვა Mac, iPad და Android პლანშეტებზე. დღეისათვის ხელმისაწვდომია ვერსიები სმარტფონებისთვის.

წინა სტატიაGoogle Home-ს უკვე რამდენიმე მომხმარებლის ამოცნობა შეუძლია
შემდეგი სტატიაელონ მასკი ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირებას ოთხ წელიწადში გვპირდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი