Dell-მა მისი ახალი მონიტორი წარმოადგინა, UltraSharp UP2718Q, რომელიც 27 დიუმიანი სამაგიდო მოწყობილობაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაში HDR10 სპეციფიკაციების შესაბამისი ვიდეოს მხარდაჭერაა.
აქამდე Dell ძალიან კარგ 4K მონიტორებს ამზადებდა, თუმცა ახალი მოდელი კომპანიის პირველი პროდუქტია HDR სპეციფიკაციებით. UP2718Q აღჭურვილია HDMI, DisplayPort და Mini DisplayPort გასართებით და 1000 ნიტი განათება აქვს 3840×2160 მაქსიმალურ გარჩევადობაზე. სიახლის ყიდვა 23 მაისიდან იქნება შესაძლებელი 1999.99 დოლარად.