გასულ კვირას Windows-ის მსხვილი განახლება Creators Update გამოვიდა. ასევე იყო შეტყობინება იმის შესახებ რომ წელს კიდევ ერთი განახლება Redstone 3 გამოვა. Windows Insider პროგრამის მონაწილეებმა უკვე მიიღს პირველი სატესტო ანაწყობები და ახლა უკვე Microsoft-მა განაცხადა, რომ მსხვილი განახლებები ახალი ფუნქციონალით წელიწადში ორჯერ – მარტში და სექტემდებში გამოვა, რომლის სერვისიც 18 თვის განმავლობაში განხორციელდება.

Windows 10 Redstone 3-ის შესახებ უკვე საკმარისი ინფორმაციაა ცნობილი. მაშსი განახლებულ სამომხმარებლო ინტერფეისს Project NEON-ს, My People ფუნქციას საჭირო ხალხთან სწრაფად დაკავშირებისთვის და ფოლდერების ტაბებში გაერთიანების ფუნქციას ელოდებიან. მობილურ მოწყობილობებზე კი x86 აპლიკაციების გაშვება გახდება შესაძლებელი.

სავარაუდოდ უფრო მეტი ინფორმაცია Windows 10 Redstone 3-ის შესახებ BUILD 2017 დეველოპერების კონფერენციაზე გახდება ცნობილი სადაც ასევე Windows 10-ის ღრუბლოვანი ვერსიის წარმოდგენაა დაგეგმილი.

წინა სტატიაელონ მასკი ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირებას ოთხ წელიწადში გვპირდება
შემდეგი სტატიაDell ახალ HDR სამაგიდო მონიტორს გამოუშვებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი