მთავარი Software აპლიკაციები

Duolingo ფასიან სერვისს უშვებს

უცხო ენის შესწავლა, რომ უფასო უნდა იყოს მთავარი იდეაა Duolingo-ს დეველოპერებისთვის. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიამ შეძლო უცხო ენის შესწავლა მარტივი, პორტატული და სახალისო გაეხადა. ახლა უკვე ისინი ცდილობენ ენების შემსწავლელი ინსტრუმენტი მომგებიან ბიზნესად გადააქციონ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მთავარი იდეისგან გადახვევის გარეშე მოხდება.

10 დოლარად თვეში Duolingo Plus-ის ხელმომწერები წვდომას მიიღებენ რეკლამისგან თავისუფალ გაკვეთილებზე და რა თქმა უნდა დამატებით ამ გაკვეთილების ჩამოტვირთვაც იქნება შესაძლებელი ინტერნეტთან წვდომის გარეშე სამეცადინოდ. კომპანია ამბობს, რომ ეს იდეალური იქნება მომხმარებლებისთვის, რომლებიც ხანგრძლივი მოგზაურობის დროს უცხო ენის შესწავლით არიან დაკავებული. უფასო გაკვეთილები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ კომპანიისთვის ეს სერიოზული ნაბიჯია და სერიოზული მოგების იმედიც აქვთ უკვე წლის ბოლოსკენ.

წინა სტატიაIntel Optane SSD DC P4800X – ყველაზე სწრაფი გადაწყვეტილებაა
შემდეგი სტატიაWindows 10 Cloud – 4 გიგაბაიტი RAM და 4 ბირთვიანი პროცესორი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი