წინა მოდელებთან შედარებით, ახალ Galaxy S8 და Galaxy S8 Plus-ს გაუმჯობესებული წინა კამერა აქვს. მისი რეზოლუცია 5-დან 8 მპ-მდე გაიზარდა, რაც დადებიტად აისახა სელფის ხარისხზე. გარდა ამისა, წინა კამერას გააჩნია ინტელექტუალური ავფოტოკუსი, რომლის საშუალებითაც შეუძლია სახის ამოცნობა. როგორც გაირკვა, ეს არ არის ყველა სიახლე, რასაც Galaxy S8-ს წინა კამერა მალავს. ვიდეობლოგერმა ზაკ ნილსონმა თავის YouTube არხზე, JerryRigEverything, გამოაქვეყნა სმარტფონის განხილვა. დივაისის დატესტვის პროცესში მან აღმოაჩინა ერთი უჩვეულო თავისებურება – ოპტიკური სტაბილიზაცია აქვს არა მხოლოდ მთავარ კამერას, არამედ წინა კამერასაც.

3:50წუთიდან ჩანს, რომ წინა კამერის მოდულს ისევე, როგორც მთავარი კამერის მოდულს, აქვს მოძრავი კონსტრუქცია. კომპანია Samsung-ს არსად არ აღუნიშნავს სმარტფონის ამ თავისებურების შესახებ და მეტიც, შესაძლოა, გადაღების დროს ეს ფუნქცია საერთოდ არ მუშაობდა.

შესაძლოა, Samsung სამომავლო განახლებებში აპირებს ამ ფუნქციის აქტივაციას; ან შესაძლოა, კომპანიას სულაც არ სურს ამ ფუნქციის აქტივაცია ტესტირების რეჟიმში.

შეგახსენებთ, რომ წინა კამერის ოპტიკური სტაბილიზაციის ფუნქცია სიახლეს არ წარმოადგენს და ის უკვე გააჩნია HTC 10-ს.

წინა სტატიაFirefox-ში ვირტუალური რეალობის მხარდაჭერის ფუქნეცია დაემატება
შემდეგი სტატიაUbuntu Phone-ის უსაფრთხოების განახლებები ივნისიდან შეწყდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი