Canonical-მა დაადასტურ, რომ უსაფრთხოების განახლებები Ubuntu-ს მობილური და პლანშეტური ვერსიებისთვის ივნისში დასრულდება.

რა თქმა უნდა ამას Ubuntu Store-ის დახურვაც მოყვება წლის ბოლოსკენ, რის შემდეგაც მომხმარებლები ვერ შეძლებენ აპლიკაციების დაყენებას თავიანთ მოწყობილობებზე, ხოლო დეველოპერები ვერ შეძლებენ განახლებების გამოქვეყნებას.

როგორც კომპანია ამბობს “მომხმარებლბეი ვერ შეიძენენ აპლიკაციებს Ubuntu Phone-ის აპლიკაციების მაღაზიიდან 2007 წლის ივნისიდან. დეველოპერებს ექნებათ არჩევანი გახადონ თავიანთი აპლიკაციები უფასო ან წაშალონ ისინი მაღაზიიდან”

დეველოპერები ივნისიდან ასევე ვერ შეძლებენ ახალი აპლიკაციების Ubuntu Store-ში განთავსებას.

ეს გადაწყვეტილებაც არ არის სიურპიზი მათთვის ვინც უკვე იცის Canonical-ის გადაწყვეტილებები, რომელიც გასული თვის განმავლობაში მიიღო ხელმძღვანელობამ. აღნიშნულ პროექტებში დასაქმებული დეველოპერები სხვა პროექტებზე გადაიყვანეს ან დაითხოვეს სამსახურებიდან.

Ubuntu-ს მაღაზიის დახურვის შემდეგ უკვე აღარ გამოვა OTA განახლებები მოწყობილობებისთვის, როგორიცაა Meizu PRO 5 ან M10 Aquaris. არ იქნება ბაგების გამოსწორება, არანაირი უსაფრთხოების განახლებები და ახალი ფუნქციონალი.

რა თქმა უნდა ძალიან საწყენია, რომ უკვე გაყიდული მოწყობილობების მომხმარებლები ვერ მიიღებენ განახლებებს მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ Android-ის სამყაროში ასეთი მოწყობილობების მთელი არმიაა, რომლის განახლებებზეც მათმა მწარმოებლებმა არა თუ გარკვეული დროის შემდეგ არამედ გამოშვებისთანავე დაივიწყეს.

“კარგი სიახლე” არის ის, რომ Ubuntu ტელეფონებისა და პლანშეტების გაყიდვები კრიტიკულად მცირე იყო რაც მასშტაბურ უარყოფით რეაქციას არ გმოიწვეს. ასევე ცნობილია ისიც, რომ Ubuntu-ს ტელეფონების მომხმარებლების ნაწილმა უკვე დიდი ხანია დააყენეს Android (Bq, FlymeOS ან Lineage OS) საოპერაციო სისტემები თავიანთ გაჯეტებზე.

წინა სტატიაGalaxy S8-ს წინა კამერას ოპტიკური სტაბილიზაციის ფუნქცია აქვს
შემდეგი სტატიაGoogle-ის თანადამფუძნებელმა ახალი პერსონალური ტრანსპორტი წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი