ტრადიციისამებრ, Google ყოველ წელს უშვებს ახალ სმარტფონს. აქამდე ეს სმარტოფონები Nexus-ის სახელით გამოდიოდა, შარშან კი გამოვიდა სერია Pixel. გარდა ამისა, წლიდან წლამდე ხარისხი უმჯობესდება. ბოლო დროს, Google უშვებს ორ სმარტფონს, თუმცა თუ გავრცელებულ მოსაზრობებს დავუჯერებთ, შესაძლოა ამ სმარტფონების რაოდენობა გაიზარდოს. საიტზე Android Open Source გავრცელდა ხმა Google-ის მოსალოდნელი სამი ახალი სმარტფონის შესახებ.

პროგრამულ კოდში აღმოჩენილ იქნა სამი ახალი სმარტფონი კოდური სახელწოდებები: Walleye, Muskie და Taimen. სახელების გარდა სხვა არაფერი არგუმენტი მოიძებნა. სავარაუდოა რომ Walleye არის Pixel XL-ის განახლება, კოდური სახელწოდების სმარტფონი Muskie შესაბამისი იქნება ჩვეულებრივი Pixel-ის. რაც შეეხება მოწყობილობას სახელწოდებით Taimen – ეს შეიძლება იყოს სმარტფონი უფრო დიდი დიამეტრით, ვიდრე Pixel Xl, ან ახალი პლანშეტი.

გავრცელებული ხმების მიხედვით, სამივე ახალი მოწყობილობა შექმნილი იქნება Qualcomm Snapdragon 835 პროცესორის ბაზაზე. შეგახსენებთ, რომ ასეთივე ჩიპებია ჩაყენებული Samsung Galaxy S8 და Galaxy S8 Plus-ში.

 

წინა სტატია80-ზე მეტი Chromebook მიიღებს Android აპლიკაციების მხარდაჭერას
შემდეგი სტატიაGoogle-ის თანამშრომელმა სმარტფონს სრულ სიბნელეში გადაღება ასწავლა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი