პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი Creators Update-ის გამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კომპანია Microsoft-მა Windows 10-ის მობილური ვერსიის განახლებაც გამოუშვა სმარტფონებისათვის. თუ Windows 10 Creators Update-ში სამაგიდო კომპიუტერებისათვის ძალიან ბევრი სიახლე და ცვლილება იყო, სმარტფონებისთვის მასში უმთავრესად სისტემის სტაბილურობაზე და სისწრაფეზე გაკეთდა აქცენტი. არანაირი ახალი ფუნქცია მხარდაჭერილ 13 სმარტფონში არ ფიქსირდება.
მხარდაჭერილი სმარტფონები:
HP Elite x3
Microsoft Lumia 550
Microsoft Lumia 640
Microsoft Lumia 640 XL
Microsoft Lumia 650
Microsoft Lumia 950
Microsoft Lumia 950 XL
Alcatel IDOL 4s
Alcatel OneTouch Fierce XL
SoftBank 503LV
VAIO Phone Biz
MouseComputer MADOSMA Q601
Trinity NuAns NEO
განახლება რეგიონების მიხედვით ვრცელდება, ამიტომაც ნუ გაგიუკვირდებთ თუ თქვენს ტელეფონზე ჯერ არ გამოჩენილია შესაბამისი შეტყობინება, თუმცა მაინც ღირს შეხვიდეთ სისტემის პარამეტრებში და ხელით გადაამოწმოთ განახლების შესაძლებლობა.
ასევე შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი სმარტფონების მფლობელები შეძლებენ Windows 10 Mobile-ის Windows Insider ბილდების მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს სმარტფონები მიიღებენ Windows Redstone 3 განახლებას, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.