პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი Creators Update-ის გამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კომპანია Microsoft-მა Windows 10-ის მობილური ვერსიის განახლებაც გამოუშვა სმარტფონებისათვის. თუ Windows 10 Creators Update-ში სამაგიდო კომპიუტერებისათვის ძალიან ბევრი სიახლე და ცვლილება იყო, სმარტფონებისთვის მასში უმთავრესად სისტემის სტაბილურობაზე და სისწრაფეზე გაკეთდა აქცენტი. არანაირი ახალი ფუნქცია მხარდაჭერილ 13 სმარტფონში არ ფიქსირდება.

მხარდაჭერილი სმარტფონები:

  • HP Elite x3
  • Microsoft Lumia 550
  • Microsoft Lumia 640
  • Microsoft Lumia 640 XL
  • Microsoft Lumia 650
  • Microsoft Lumia 950
  • Microsoft Lumia 950 XL
  • Alcatel IDOL 4s
  • Alcatel OneTouch Fierce XL
  • SoftBank 503LV
  • VAIO Phone Biz
  • MouseComputer MADOSMA Q601
  • Trinity NuAns NEO

განახლება რეგიონების მიხედვით ვრცელდება, ამიტომაც ნუ გაგიუკვირდებთ თუ თქვენს ტელეფონზე ჯერ არ გამოჩენილია შესაბამისი შეტყობინება, თუმცა მაინც ღირს შეხვიდეთ სისტემის პარამეტრებში და ხელით გადაამოწმოთ განახლების შესაძლებლობა.

ასევე შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი სმარტფონების მფლობელები შეძლებენ Windows 10 Mobile-ის Windows Insider ბილდების მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს სმარტფონები მიიღებენ Windows Redstone 3 განახლებას, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

წინა სტატიაYi Halo ახალი თაობის Google Jump VR კამერაა
შემდეგი სტატიასერგეი ბრინი დირიჟაბლების მშენებლობით დაინტერესდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი