მიმდინარე თვის დასაწყისში კომპანია Microsoft-მა გამოუშვა ოპერაციული სისტემა Windows 10-ის მეორე მნიშვნელოვანი განახლება სახელწოდებით Creators Update. განახლება მოიცავს: სპეციალურ გეიმინგ რეჟიმს, განახლებულ Windows defender-ს, ცვლილებს პერსონალური მონაცემების შეგროვებაში, Pains 3D, ცვლილებს ბრაუზერ Edge-ში, ღამის რეჟიმს და სხვა სიახლეებს. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია: განახლების დაყენების შემდეგ ბევრ მომხმარებელს ოპერაციული სისტემის არასტაბილლურად მუშაობის პრობლემა შეექმნა. მომხმარებლებს, რომლებსაც ყოველდღიური ხმარებისათვის სჭირდებათ კომპიუტერი, გადატვირთვის და ყოველი ახალი განახლების დაყენების დრო კი არ აქვთ, კომპანია Microsoft ურჩევს არ იჩქარონ განახლების დაყენება.

“ჩვენ კვლავ გირჩევთ, დაიცადოთ, სანამ თქვენი კომპიუტერი ავტომატურად არ შემოგთავაზებთ Creators Update განახლებას. როცა თქვენი მოწყობილობა გახდება მზად Creators Update-ის დაყენებისათვის, თქვენ მოგიწევთ გარკვეული ცვლილებების შეყვანა უსაფრთხოების პარამეტრებში”, – განაცხადა ჯონ კეიბლმა.

Creators Update-ის დაყენების შემდეგ, ზოგი კომპიუტერი, განსაკუთრებით ძველი თაობის მოწყობილობები, უბრალოდ ვერ გაუმკლავდა განახლებას. ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ შეწყვიტა ავტომატური განახლებების მიწოდება იმ კომპიუტერებისათვის, რომლებიც მათი აზრით, ჯერ არ არის მზად აფდეითისათვის. თუმცა, მომხმარებლებს მაინც შეუძლიათ განახლების ხელით დაყენება.

კომპანია AdDuplex-ის კვლევების თანახმად, მომხმარებლების დაახლოებით 10%, რომლებმაც დააყენეს Creators Update, გადააწყდნენ სხვადასხვა სახის პრობლემებს. ამასთანავე, ყველა არსებული Surface Book და Surface Pro 4-ს 30% უკვე განახლდა უახლეს ვერსიამდე.

წინა სტატიაGoogle პირველია კუბაში ვინც სერვერები ჩაიტანა
შემდეგი სტატიასერვისი YouTube Kids ხელმისაწვდომია სმარტ ტელევიზორებზე

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი