SpaceX-ის თანამშრომელმა საკუთარ ინსტაგრამში ბურღის სურათი გამოაქვეყნა, რომლითაც ილონ მასკი ლოს-ანჟელესის ქვეშ გვირაბის გათხრას აპირებს.
მანქანა მარკირებული კომპანია Boring Company-ს ლოგოთი (“მოსაწყენი კომპანია” – სახელი ეხმოვანება სიტყვა ბურღვას) რომელიც მასკს ეკუთვნის. მიმდინარე მომენტისთვის ფოტო წაშლილია, ხოლო ინფორმაციის გაჟონვაში დამნაშავე სავარაუდოდ გვირაბის ხელით სათხრელად უკვე გააგზავნეს 🙂
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში SpaceX-ის ხელმძღვანელმა და Tesla-ს დირექტორმა პირველად გაამხილა გვირაბის მშენებლობის იდეა, რომელიც მას საცობში დგომისას მოუვიდა. მიმდინარე წლის თებერვალში მისმა კომპანიამ უკვე დაიწყო სატესტო გვირაბის გაყვანა პირდაპირ SpaceX-ის პარკინგზე.