SpaceX-ის თანამშრომელმა საკუთარ ინსტაგრამში ბურღის სურათი გამოაქვეყნა, რომლითაც ილონ მასკი ლოს-ანჟელესის ქვეშ გვირაბის გათხრას აპირებს.

მანქანა მარკირებული კომპანია Boring Company-ს ლოგოთი (“მოსაწყენი კომპანია” – სახელი ეხმოვანება სიტყვა ბურღვას) რომელიც მასკს ეკუთვნის. მიმდინარე მომენტისთვის ფოტო წაშლილია, ხოლო ინფორმაციის გაჟონვაში დამნაშავე სავარაუდოდ გვირაბის ხელით სათხრელად უკვე გააგზავნეს 🙂

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში SpaceX-ის ხელმძღვანელმა და Tesla-ს დირექტორმა პირველად გაამხილა გვირაბის მშენებლობის იდეა, რომელიც მას საცობში დგომისას მოუვიდა. მიმდინარე წლის თებერვალში მისმა კომპანიამ უკვე დაიწყო სატესტო გვირაბის გაყვანა პირდაპირ SpaceX-ის პარკინგზე.

წინა სტატიაXiaomi: Yi 360 VR ახალი 360° კამერა 5,7K გარჩევადობით
შემდეგი სტატიაGoogle Pixel და Pixel XL-ის განახლებები 2018 წლის ოქტომბრამდე გამოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი