ჩინური კომპანია Yi Technology უკვე ცნობილია, როგორც ბიუჯეტური და ხარისხიანი ექშენ კამერების. Google-მა მათი დახმარებით Yi Halo შექმნა, რომლითაც VR-ვიდეოს გადაღებაა შესაძლებელი Project Jump-ის ფარგლებში. Yi Technology-მ გადაწყვიტა საზოგადოებას 360-გრადუსიანი კამერა Yi 360 VR წარმოუდგინოს. კამერა 12 მეგაპიქსელიანი SONY IMX377 CMOS სენსორითაა აღჭურვილი, აქვს ფართოკუთხიანი ობიექტივები და შეუძლია 360 გრადუსიანი პანორამები 5,7K გარჩევადობით ან სფერული ვიდეო 4K ხარისხში.
Yi 360 VR-ს არა მხოლოდ ვიდეოსი და ფოტოგრაფიების გაკეთბა, არამედ შეუძლია ლაივ ტრანსლაციების გაშვება Youtube-სა და Facebook-ში. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში გადაცემული გარჩევადობა მხოლო 2,5K იქნება. ეს ყველაფერი პირველ რიგში შესაძლებელი გახდა ახალი Ambarella VR SOC H2V95 ჩიპისა და 220 გრადუსიანი ხედვის მქონე ობიექტივის წყალობით. ვიდეო 30 კადრი წამში სიხშირით იწერება.
კამერაში ჩაშენებული აკუმლატორი საკმარისი იქნება ერთ საათზე ოდნავ მეტი უწყვეტი გადაღებისთვის. Yi 360 VR-ს ასევე აქვს Wi-Fi მოდული ვიდეოს რეალურ დროში გადაცემისათვის სმარრტფონზე ან პლანშეტზე სპეციალური აპლიკაციის საშუალებით.
Yi 360 VR-ის ღირებულება 399$ იქნება, ხოლო გაყიდვაში კამერა ივნისში შემოვა.