2015 წელს კომპანია Google-მა შემოგვთავაზა YouTube-ის სპეციალური ვერსია, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისათვის. YouTube-ის სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით, YouTube Kids-ში შეგვიძლია ვნახოთ მხოლოდ პატარებისათვის განკუთვნილი ვიდეოები. გარდა ამისა, მას გააჩნია ბავშვებისათვის შემუშავებული ინტერფეისი: გაზრდილია ხატულების ზომა, საძიებო სისტემა კი ცნობს და ბლოკავს ბავშვისთვის არასასურველ სიტვებს და ძიების შედეგებს. ამ დრომდე, YouTube Kids ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მობილური აპლიკაციის სახით; ახლა კი სერვისი სმარტ ტელევიზორებისთვისაც შეიმუშავეს.

YouTube Kids ხელმისავდომი იქნება შემდეგი ტელევიზორებისათვის: webOS-ზე მომუშავე LG-ის ყველა 2015-2017 წლების მოდელი ჩაშენებული LG-ის მაღაზიით; 2013-2017 წლების Samsung Smart TV და Blu-Ray ყველა მოწყობილობა, რომლებშიც არის წვდომა Samsung App Store-თან და 2016-2017 წლების ყველა Sony განახლების მიღების შემდეგ.

YouTube Kids ტელევიზორებისათვის უკვე ხელმისაწვდომია 26 ქვეყანაში.

წინა სტატიაMicrosoft მომხმარებლებს თხოვს არ იჩქარონ Windows 10 Creators Update-ის დაყენება
შემდეგი სტატიაXiaomi: Yi 360 VR ახალი 360° კამერა 5,7K გარჩევადობით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი