28 აპრილს The Boring Company-მ გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, რომელშიც ნაჩვენებია გვირაბების კონცეფცია საავტომობილო მოძრაობისთვის. კონცეფცია ითვალისწინებს:
- სპეციალურ ლუკებს ლიფტებით ქალაქის საავტომობილო გზებზე, რითაც გვირაბში ჩასვლა და ამოსვლა არის შესაძლებელი
- სატრანსპორტო პლატფორმები ავტომობილებისათვის, რომლებიც მონორელსებზე მოძრაობენ
- პლატფორმების მოძრაობის სიჩქარე 200 კმ/სთ-ია
- მიწისქვეშა გვირაბები რამდენიმე სართულიანი კონსტრუქციისაა
სავარაუდოდ მიწისქვეშა პლატფორმების მოძრაობას ერთიანი კომპიუტერული სისტემა მართავს, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ მაღალი ეფექტურობა, უსაფრთხოება და უფრო დიდი გამტარუნარიანობა ქსელის სირთულის მიუხედავად.
ასეთ სისტემაში გადაადგილების სიჩქარე და გზების გამტარუნარიანობა გაცილებით მეტია ვიდრე ეს ზედაპირზე არის შესაძლებელი. საავტომობილო პლატფორმების მარშრუტიზაცია პაკეტური ქსელური ტექნოლოგიების მსგავსად განხორციელდება.
ამადვდროულად მიწის ქვეშ შეიძლება 3D სქემების უპირატესობების გამოყენება. მიწის ზედაპირზე გზებს ერთ სიბრტყეში ათავსებენ, ხოლო მიწის ქვეშ შეიძლება მრავალი დონის მქონე გვირაბების გაყვანა ერთმანეთის ქვეშ. ისინი არ გადაიკვეთებიან და არ იქნება დროის დანახარჯები, რომელიც ჩვეულებრივ გზაჯვარედინებზე გვხვდება. ელონ მასკმა ერთ-ერთ ადრეულ ინტერვიუში 30 დონიანი გვირაბების გაყვანის შესახებაც კი ისაუბრა.
TEDTalk კოფერენციაზე მასკმა თქვა, რომ The Boring Company-ზე თავისი დროის 2-3%-ს დახარჯავს. ეს იმას ნიშნავს, რომ გზების რევოლუციური რეკონსტრუქცია არც ისე ახლო გეგმაა. პრაქტიკულ რეალიზაცაზე ჯერ-ჯერობით საუბარიც კი არ არის. სავარაუდოდ იდეის განხორციელებას თვით ელონ მასკიც ვერ მოესწრება, რადგან დღეისთვის ცნობილი საბურღი დანადგარების წარმადობა მხოლოდ რამდენიმე მეტრია დღეში, რაც მასშტაბური გვირაბების ქსელების მშენებლობისთვის საკმარისი არ არის.